national delicacy

შურუბუმუ, გვალაშარა, ბალდის კანიონი, კაღუს ჩანჩქერი

  • ID: 63665
  • ნახვები: 2594
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/07/21
    დაბრუნება
    • 18/07/21
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
18 ივლისს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ძალიან ლამაზ და გამაგრილებელ ტურს სამეგრელოში.

1. კაღუს (ჟუჟღის) ჩანჩქერი - მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერი

2. ბალდის კანიონი - ბუნების ძეგლი წარმადგენს მდინარე აბაშის მიერ ასხის მასივის სამხრეთ ნაწილში, კირქვულ ქანებში გამომუშავებულ კანიონს. კანიონის სიგრძეა 1400 მ-ია, სიგანე 5-10 მ, ხოლო ჩაჭრის საღრმე 25-30 მ.

3. ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი - მე -17 ს. მდებარეობს მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, მოთენის, ისკიოდისა და ჯვრის მთების შესაყარში.

 

4. შურუბუმუს ტყე და მღვიმეები - ქართული ჯუნგლები. შურუბუმუ კოლხური სიტყვაა და სულგანაბულს ნიშნავს. შურუბუმუს კანიონი მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერების კასკადებით. ათასწლოვანი ბზის კორომი, ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს მნახველს მღვიმის შესასველისკენ, აქ კი უკვე სტალაქტიტები და სტალაგმიტები გარინდულან.

5. ლუგელა - უნიკალური სამკურნალო მინერალური წყალი. უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. გამჭვირვალე, უსუნო, ოდნავ მომწარო გემოთი. არ იყინება -250C -მდე.

6. გვალაშარას ჩანჩქერები - გვალაშარა - მდინარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ხობის მარჯვენა შენაკადი.

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
5 კმ. მარტივი სირთულის.

 ტურის ღირებულება: 35 ლარი

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი (ტურის ორგანიზატორი)
 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
 598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ-დან. გავდივართ 6:40 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში). მეტრო მუშაობს დილის 6:00 საათიდან. რუსთაველზე ნებისმიერი მეტრო სადგურიდან მოასწრებთ მოსვლას.

 თბილისში დაბრუნება:
საღამოს მეტროს ვერ მოვუსწრებთ.

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
 გთხოვთ საკვები, წყალი და ა.შ. შეიძინოთ წინა დღეს, დილით მაღაზიაში არ გავჩერდებით, დრო არ დავკარგოთ. რაც შეეხება ყავას, შეგიძლიათ თერმოსით წამოიღოთ. საპირფარეშოსთან გავაჩერებთ გზად.
 ვიპიკნიკებთ შურუბუმუს ტყეში. დანარჩენი კვებისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/07/21
    დაბრუნება
    • 18/07/21