დღიანი ტურები რაჭა-ლეჩხუმი - აგვისტოდან ყველა შაბათ-კვირას

ფოტო: Jelger Groeneveld · CC BY 2.0; ალ-ო · CC BY-SA 3.0; ალ-ო · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებარაჭა-ლეჩხუმი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63587

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები

ტურის შესახებ

2 დაუვიწყარი დღე ულამაზეს და ზღაპრულ რაჭაში
2 დღის განმავლობაში თქვენ გელოდებათ საოცარი რაჭა. ადგილი, სადაც მრავლად მოიპოვება სხვა და სხვა ბუნების წიაღისეული , როგორიცაა: ოქრო,გიშერი, დარიშხანი და ასე შემდეგ

გასვლა დილის 06:00 საათზე, თბილისიდან, სასტუმრო რედისონიდან.

ტურის რირებულება საოჯახო სასტუმროში განტავსებით -

ტურის პროგრამა:
დღე 1

პირველი დღე:
ნაქერალას უღელტეხილი
შაორის ტბა
ნიკორწმინდა - წმ. ნიკოლოზის ტაძარი, მე-10 საუკუნე
საყინულე
ამბროლაური
ლაჯანურის წყალსაცავი
ლაილაში (ოქრონიში)- აუზი, სადაც გაგრილდებით და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბებით
ლაილაშში სინაგოგა
ლაილაშში სომხური ტაძარი
ქვაბთკარი - (გულის ფორმის გამოქვაბული და პატარა ჩანჩქერი) - ადგილობრივი "ლეგენდის თანახმად" ამ გამოქვაბულში შესვლა"გაუთხოვრობას" შველის .
დაბინავება სასტუმროში (სასტუმრო მდებარეობს ამბროლაურში)
მეორე დღე:
ბარაკონი - ღვთისმშობლის ეკლესია 1753 წ.
მინდაციხე
ონის სინაგოგა
ონის მთავარანგელოზის სახ.ტაძარი
კურორტი უწერა(მინერალური წყლები)
შოვი - მჟავე წყლები და გასეირნება ბუნებაში
ცხრაჯვარი - წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან

გასათვალისწინებელი პირობები:

აუცილებელია სპორტული ზურგჩანთა, სპორტული ფეხსაცმელი და საწვიმარი,გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

ფეხით გასავლელი მანძილი:
I დღე-ცხრაჯვარი: 8 კმ
II დღე-გასეირნება შოვში და მამისონზე

საოჯახო სასტუმროში განთავსებით- ლარი.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით,
პროფესიონალი გამყოლი .
საოჯახო სასტუმროში განთავსება

გონაში ასასვლელად ვქირაბოთ მაღალი გამავლობის მანქანას
ერთ ადამიანზე დაახლოებით 10-

ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
პროფესიონალი გიდი-გამყოლი
განთავსება საოჯახო სასტუმროში
თერმოსკრინინგი!
სადეზინფექციო ხსნარი!
კვება (ინდივიდუალურია) , ყველას მოგვაქვს სახლიდან 2 დღის სამყოფი საკვები.

გასათვალისწინებელი პირობები:

არ ვყრით ნაგავს
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი

; ; ;

Viber :
Facebook:
Skype: diamondgeorgia5

ნაკლების ნახვა

რაჭა-ლეჩხუმი — რა ტურებს გთავაზობთ

რაჭის ტური მოიცავს ტრანსპორტს თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდს, ღვინის დეგუსტაციას ხვანჭკარაში და ღამისთევას ამბროლაურში, ონში ან შოვში. მოგვწერეთ, რამდენი დღე გაქვთ, და მარშრუტს ჩვენ შევადგენთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: ხეობებში 24–28°, შოვსა და შაორზე 18–22°, ღამით გრილა. ამ დროს ყველა გზა ღიაა და ტბებზე ასვლაც იოლია.
მაისი და ოქტომბერი მშვიდი თვეებია; ოქტომბერში ხვანჭკარის ვენახებში რთველია და ტყე ყვითლდება.
ზამთარში რაჭა თოვლიანია, ნაკერალისა და მამისონის მიმართულებით გზები შეიძლება ჭირდეს; სოფლების უმეტესობა ამ დროს წყნარია, გესტჰაუსები კი ნაწილობრივ იკეტება.

რა ვნახოთ

  • ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი ქვის ჩუქურთმებითა და ფრესკებით, ამბროლაურიდან 15 კმ-ში
  • ხვანჭკარა — სოფელი და ღვინის ქარხნები, სადაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს აყენებენ
  • შაორის ტბა — წყალსაცავი ნაკერალის ქედზე, მთის ტყით გარშემორტყმული; ზაფხულში აქ ბანაკობენ
  • ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი ცხმორში, მდინარეების შესართავთან კლდეზე
  • შოვი — კურორტი 1600 მ-ზე, მინერალური წყაროები და ფიჭვნარი; იქვე გლოლა და მამისონის უღელტეხილის გზა
  • ონი — ძველი სინაგოგა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაჭის მთის მიმართულებით გასვლის წერტილი

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ამბროლაურამდე საჩხერე–ონის გზით დაახლოებით 225 კმ-ია (3,5–4 საათი), ქუთაისისა და ნაკერალის გავლით — 5 საათამდე. დიდუბიდან ონისკენ დილით მარშრუტკა გადის (დაახლოებით 4 საათი), ხოლო Vanilla Sky ნატახტრიდან ამბროლაურში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ყველაზე მოკლე გზა საჩხერე–ონის ახალი ტრასაა; ქუთაისიდან — ტყიბულისა და ნაკერალის უღელტეხილის გავლით, ლეჩხუმში (ცაგერი) — წყალტუბოს გავლით.
სად დავრჩეთ: ამბროლაურსა და ონში — სასტუმროები და გესტჰაუსები, შოვში — კურორტის სასტუმროები და კოტეჯები, სოფლებში — საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი ტბებისა და ჩანჩქერებისთვის.
კავშირი: ქალაქებსა და მთავარ გზაზე მობილური კარგად მუშაობს, ღრმა ხეობებში — ცუდად.

რაჭა-ლეჩხუმი: გზამკვლევი
რაჭა-ლეჩხუმი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება რაჭას?
ამბროლაური, ნიკორწმინდა, ხვანჭკარა და შაორი 2 დღეში ჯდება. შოვისა და ლეჩხუმის დასამატებლად 3–4 დღე სჯობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა?
თბილისიდან — საჩხერე–ონის გზით, ის ყველაზე მოკლეა. ქუთაისიდან ან დასავლეთიდან ჩამოსულისთვის მოხერხებულია ნაკერალის უღელტეხილი, რომელზეც შაორის ტბაც არის.
რა არის აუცილებლად გასასინჯი?
რაჭული ლობიანი, ლორი, ხვანჭკარა ღვინო და ლეჩხუმის უსახელოური. ბევრ გესტჰაუსში ამ ყველაფერს სახლში ამზადებენ.
შეიძლება თუ არა ზამთარში წასვლა?
ამბროლაურსა და ონში ზამთარშიც შეიძლება, მაგრამ შოვისა და მთის სოფლების გზაზე თოვლისა და ყინულის გამო სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს ბევრი გესტჰაუსი დაკეტილია, ამიტომ წინასწარ დარეკეთ.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: შოვის ტყე და მინერალური წყაროები, შაორის ტბის ნაპირი და ნიკორწმინდის ეზო ბავშვებისთვისაც იოლი გასასვლელია. ზაფხულში აქ არ არის ბარის სიცხე.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.