დღიანი ტური ხევსურეთში - აგვისტოდან
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; FingerWiki · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
1 დღე: თბილისი - ბარისახო(ადგილის დედა) - დათვიჯვრის უღელტეხილი - ლებაისკარი -კისტანი - შატილი ( 160 კმ)
გასვლა დილით თბილისიდან, გზად გავჩერდებით და დავათვალიერებთ ანანურის ციხე-სიმაგრეს (მე-17 სკ), ასევე ჟინვალის წყალსაცავს. (ფოტოსტოპი) წინ გველოდება პირაქეთა ხევსურეთის ულამაზესი ბუნებით. მივადგებით სოფელ ბარისახოს, სადაც მცირე ხნით ფეხით გავისეირნებთ და მოვინახულებთ ხევსურების უძველეს წმინდა სალოცავს „ადგილის დედას“.
მცირეხნიანი დასვენების შემდეგ განვაგრძობთ გზას დათვიჯვრის უღელტეხილისაკენ (2676 მ ზღვის დონიდან), რომელიც ხევსურეთს ორ ნაწილად ყოფს, პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთად.
ვნახავთ შუა საუკუნეთა ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის , კერძოდ ლებაისკარის ხუთსართულიან კოშკს.
ასევე ვნახავთ კისტანს სადაც შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრეები.
საღამოს მივადგებით კლდეზე შეფენილ სოფელს შატილს, რომელიც ერთდოულად საცხოვრებელიც იყო და ციხე სიმაგრეც.
ვივახშამი და ღამისთევა შატილის საოჯახო სასტუმროში.
2 დღე: შატილი - ანატორის აკლდამები - მუცო - არდოტი - კორშა - თბილისი ( 198კმ)
საუზმის შემდეგ გავუდგებით გზას ანატორის აკლდამებისაკენ. აქ დღემდეა შემორჩენილი შავი ჭირით დაავადებული ადამიანების ძვლები, რომლებიც სიკვდილის მოახლოებისას საკუთარი ფეხით მიდიოდნენ და წვებოდნენ აკლდამებში. ეს ადგილი დღეს უსაფრთხოა.
ვნახავთ სოფელ მუცოს (1880 მ.) რომელიც ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და მცველი იყო.
ასევე ვნახავთ სოფელ არდოტის ნასახლარებს და გავუდგებით გზას თბილისისაკენ
გზად შევივლით სოფელ კორშაში და დავათვალიერებთ ხევსურეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. აქვე ვეწვევით ერთ-ერთ ოჯახს სტუმრად სავახშმოდ , რომლებიც გაგვიმასპინძლდებიან უგემრიელესი ხევსურული კერძებით (ხინკალი, კუსერბო, ხევსურული ქადები)
ვახშმის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.
პროფესიონალი გამყოლი
ტრანპორტირება
გასათვალისწინებელი პირობები:
აუცილებელია რომ თან იქონიოთ პირბადე
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი/საწვიმარი
არ ვყრით ნაგავს
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი
; ; ;
Viber :
Facebook:
Skype: diamondgeorgia5
მცხეთა-მთიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მცხეთა-მთიანეთში — მცხეთა და ანანური ნახევარ დღეშიც ჯდება, ყაზბეგი კი ერთდღიანი ან ორდღიანი გასვლაა ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით სტეფანწმინდაში. ზამთარში გთავაზობთ გუდაურის პაკეტებს, ზაფხულში — ხევსურეთის ჯიპ-ტურებს; თარიღებს თქვენ გვეტყვით, დანარჩენს ჩვენ დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
რა ვნახოთ
- მცხეთა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
- გუდაური — საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
- თრუსო, ჯუთა და სნო — ხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.