national delicacy

სვანეთი , 3 დღიანი ტური 13 აგვისტოდან ყველა პარასკევს: მესტია-უშგული-ჰაწვალი-ქორულდის ტბები-ხრგიანების მუზეუმი-ჰეშკილის ქოხები-ენგურჰესის კაშხალი-ზუგდიდი(დადიანების სასახლე).

  • ID: 63549
  • ნახვები: 1645
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/08/21
    დაბრუნება
    • 15/08/21
დამატებითი ინფორმაცია

3 დღიანი ტური სვანეთში მესტია-უშგული-ქორულდის ტბები-ჭალადის ყინულვარდნილი-ენგურჰესის კაშხალი-ზუგდიდი(დადიანების სასახლე).
ენდეთ ჩვენს 10 წლიან გამოცდილებას და ისარგებლეთ ჩვენი მაღალკვალიფიცირებული მომსახურებით, კმაყოფილი დარჩებით.

ყველაზე მეტი სანახაობა ჩვენს ტურში.როგორც ყოველთვის გპირდებით რომ გექნებათ ყველაზე სანახაობითი და მალაზი ტური სვანეთში

,, Diamond Georgia” თქვენი საუკეთესო არჩევანი

ჩვენთან ყველა ოთახში ინდივიდუალურად არის სველი წერტილები

ტურის თარიღები:

13-14-15 ️ აგვისტო
20-21-22 ️ აგვისტო
27-28- ️29 აგვისტო️ მარიამობა

მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.

  შეხვედრისა და გასვლის ადგილი : თბილისი, ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ყველა პარასკევს ღამის 01:00 საათზე

ღირებულება:

1 პერსონა კვების გარეშე -- 110 ლარი (საერთო სველი წერტილებით)
1 პერსონა კვების გარეშე --120 ლარი (ინდივიდუალური სველი

5 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში თითოეულ კატეგორიაზე ღირებულებას გამოაკლდება 5 ლარი კაცზე-

10 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში თითოეულ კატეგორიაზე ღირებულებას გამოაკლდება 7 ლარი კაცზე

19 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში - ჯგუფის ორგანიზატორი-უფასოდ .

 

 

 

P.S ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში ადგილზევე შეგვიძ₾ია საუზმე-ვახშამის ორგანიზებაც

ტურის სახეობა: სათავგადასავლო -შემეცნებითი.

ტურის დეტალური აღწერა:

1 დღე : თბილისი - ჩანჩქერი ენგურის ხეობაში.მესტია - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი - ქორულდის ტბები. მარგიანების სახლმუზეუმი

 ჩანჩქერი ენგურის ხეობაში, ულამაზესი ფოტოსესია
 დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში.
 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით ულამაზესი ქორულდის ტბების მოსანახულებლად,დამატებით დელიკას მომსახურებაში გადავიხდით დაახლოებით 35-40 ლარს -ჯგუფის რაოდენობიდან გამომდინარე (ან თავისუფალი დრო 15:00 საათამდე).
 მესტია-მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .შემდეგ კი გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სამთო-სათხილამურო ტრასა).გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ულამაზესი პანორამული ხედები სადაც შეგეძლებათ ულამაზესი ფოტოების გადაღება, ასევე შეგიძლიათ ისადილოთ ან დააგემოვნოთ კუბდარი
.
ჩამოვალთ მესტიაში და დავათვალიერებთ სვანურ კოშკებს ,მოვინახულებთ მარგიანების მუზეუმს.დაბინავება საოჯახო სასტუმროში
ვახშამი.

2 დღე: უშგული
ვნახავთ: სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლამარიას IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას.

საუზმე საოჯახო სასტუმროში
გამგზავრება უშგულის მიმართულებით.
 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა;
უშგული თუ გზა იქნება გახსნილი შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ ჯიპ ტური შხარას მიმართულებით
 ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს,IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.
ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით
აქვე გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი.
სოფელი კალა სადაც ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ისმხატვრობა).აქ ყოველწლურად 28 ივლისს იმართება კვირიკობის დღესასწაული
 თუ ძალიან დაღლილები არ იქნებით და დროშიც აგვყვებით (სურვილის შემთხვევაში ვეწვევით ჰეშკილის ქოხებს-დამატებით ღირებულება 10 ლარი)
დაბრუნება და ღამისთევა მესტიაში საოჯახო სასტუმროში.

3 დღე : მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი).ლატალი(მაცხვარიშის XI-XII საუკუნის ტაძარი და იენაშის -იოანე წინასწარმეტყველის XII-XIV საუკუნის ტაძარი.)ზუგდიდი -ტური დადიანების სასახლეში

 06:30 სურვილის შემთხვევაში გავემგზავრებით ულამაზესი ჭალაადის ყინულვარდნილის მოსანახულებლად. სალაშქრო მანძილი 5კმ ორი გზა(საშუალო სირთულის).დამატებით 15 ლარს გადავიხდით ტრანსპორტის და ადგილობრივი გამოცდილი გიდის მომსახურებაში.
 12:00 გავემგზავრებით თბილისის მიმართულებით.
გზად მოვინახულებთ სოფელ ლატალი-ს - სადაც მდებარეობს მაცხვარიშის (მაცხოვრის) სახელობის ტაძარი და იენაშის (იოანე წინასწარმეტყველის) სახელობის ეკლესია.
ასევე მოვინახულებთ :
ულამაზეს ენგურის გადასახედს და ენგურჰესის კაშხალს

 ტური ,, ზუგდიდში“ (დადიანების სასახლე)

23:00 თბილისი. სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დროის შემდეგ დიდი შთაბეჭდილებებითა ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავემშვიდობებით ერთმანეთს
ტურის ღირებულებაში შედის:
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მერსედესის მიკრო ავტობუსი

საოჯახო სასტუმროში განთავსება კვებით ან კვების გარეშე სურვილის მიხედვით ფასიდან გამომდინარე.
პროფესიონალი გიდი- გამყოლის მომსახურება,

ღირებულებაში არ შედის:
- მესტიის ეროვნული მუზეუმი - 10 ლარი
- ხერგიანის მუზეუმი - 5 ლარი
- მარგიანების კოშკი - 3 ლარი
- ჰაწვალის საბაგიროს ბილეთი - 15 ლარი
- უშგული (ეთნოგრაფიული მუზეუმი) - 5 ლარი
- ქორულდის ტბებზე დელიკებით ასვლის საფასური ერთ პერსონაზე 35-40 ლარი.
- ჯიპ-ტური უშგულზე და შხარაზე ერთ პერსონაზე 40 ლარი (სურვილისამებრ)
- ჭალაადის ყინულვარდნილის მოსანახულებელი თანხა-15 ლარი(სურვილისამებრ)
- ჰეშკილის ქოხების მონახულება- 10 ლარი (სურვილისამებრ)
გზის კვება.

აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
აუცილებელია გქონდეთ პირბადე!!!
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!!!
არ ვბილწვსიტყვაობთ!!!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს .
ვემორჩილებით გამყოლს!!! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი!

ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:

T. 555 70 11 44
Viber : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: diamondgeorgia7@gmail.com
Skype: diamondgeorgia5

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე110.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/08/21
    დაბრუნება
    • 15/08/21