national delicacy

აბუდელაურის ფერადი ტბები

  • ID: 63533
  • ნახვები: 961
complogo
საქართველოს ბილიკებზე
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
10 ივლისს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს პირაქეთა ხევსურეთში, აბუდელაურის ფერად ტბებზე. 

????‍????   მას, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ფეხით სიარული, ლამაზი ბუნება, სუფთა ჰაერი და უბრალოდ სურს „სამოთხის ნახვა დედამიწაზე“, აუცილებლად უნდა ესტუმროს აბუდელაურის ფერად ტბებს.

ეს სილამაზე შენია, შენი ქვეყნისაა… ადგილი, რომელიც სტუმარსაც და მასპინძელსაც ერთნაირად ატყვევებს და აჯადოებს თავისი სილამაზით. ცა ისეთი ლურჯია და ღრუბლები ისე ახლოსაა, გეგონება, ხელით შეეხები. ირგვლივ მთებზე აქა-იქ თოვლია შემორჩენილი, ბუნება გამწვანებულია, ტბა ლურჯი, ჰაერი სუფთა, ჰორიზონტი ულამაზესი…

ვიხილავთ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ულამაზეს მთას ჭაუხს, რომელიც ხევსურეთს და ხევს ერთმანეთისაგან ჰყოფს. მთის ძირას მდებარეობს სამი სხვადასხვაფერის მყინვარული წარმოშობის უალამაზესი ტბა. ტბები მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მეტრ სიმაღლეზე.

1. სოფელი როშკა
2. იახსრის კლდე და როშკის ლოდები
2. აბუდელაურის მწვანე ტბა
3. აბუდელაურის ლურჯი ტბა
4. აბუდელაურის თეთრი ტბა
5. ჭიუხები (აბუდელაურის)

 ტურის ღირებულება: 30 ლარი

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 16 კმ. საშუალო სირთულის.
ლაშქრობას ვიწყებთ სოფელი როშკიდან.
როშკიდან აბუდელაურის მწვანე ტბამდე ერთი გზა - 5,7 კმ.
მწვანე ტბიდან ლურჯ ტბამდე ერთი გზა - 400 მ.
ლურჯი ტბიდან თეთრ ტბამდე ერთი გზა - 1,7 კმ.
ვისაც თეთრ ტბაზე დაეზარება ამოსვლა დაგველოდებიან ლურჯ ტბასთან.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
 598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20 სთ-დან. გავდივართ 6:40 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი (ტურის ორგანიზატორი)
 მგზავრობა მიკროავტობუსით
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
საქართველოს ბილიკებზე