სვანეთის დღიანი დაუვიწყარი ტური სუპერ ფასად
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
თქვენ გელოდებათ: სვანური კოშკები, მესტია,უშგული, შხარა, უშბა, ჰეშკილი და ჰაწვალის საბაგირო კომფორტული სასტუმრო და უსაფრთხო ტრანსპორტი დეტალები იხილეთ :
პირველი დღე: მესტია
ენგურის წყალსაცავი
ენგურის ხეობა
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
სოფელი ლენჯერი
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მიხეილ ხერგიანის მუზეუმი
მესტიის საკათედრო ტაძარი
თავისუფალი დრო მესტიის დასათვალიერებლად
დაბინავება სასტუმროში
მეორე დღე: უშგული
ულამაზესი ხედები
სოფელი კალა
კვირიკეს და ივლიტეს სახელობის ტაძარი
ისტორიული სოფელი ჩაჟაში
სიყვარულის კოშკი
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება
თამარ მეფის კოშკი
ლამარიას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
დაბრუნება სასტუმროში
მესამე დღე: კურორტი ჰაწვალი
ჰაწვალი
ჰეშკილის ქოხები
დაბრუნება თბილისში
ტრანსპორტირება (მაღალი კლასის მიკროავტობუსი)
გიდის მომსახურება
ფოტო- გადაღება
სასტუმროში განთავსება ( ინდივიდუალური სველი წერტილებით )
მუზეუმების მოსაკრებელი,კერძოდ:
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი:
ხერგიანების მუზეუმი
ჰაწვალის საბაგირო
უშგულში ასვლა : 20-
საღამოს კვება ( სურვილის შემთხვევაში 10-)?
კვება
ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
ტურში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.