⤿ სვანეთში
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
გთავაზობთ სვანეთში 4 დღიან დაუვიწყარ მოგზაურობას!
ანდეთ თქვენი მოგზაურობა პროფესიონალებს!
მარშრუტი:
I. დღე – გასვლა თბილისიდან, ენგურის წყალსაცავი, ლატალის თემი - მაცხვარიშის და იენაშის ეკლესიები, მესტია, ღამისთევა მესტიაში
II. დღე – მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის მუზეუმი, ქორულდის ტბები, ჰაწვალი, ღამისთევა მესტიაში
III. დღე – გასვლა მესტიიდან, ნაკიფარის ეკლესია, უშგულის თემი – სოფელი ჩაჟაში, ლამარიას კომპლექსი, შხარას მყინვარი, ღამისთევა მესტიაში
IV. დღე – გასვლა მესტიიდან, დაბრუნება თბილისში
_____
⤿ ტრანპორტირება კომფორტული Mistubishi Delica-თი (პროფესიონალი მძღოლით);
⤿ განთავსება საოჯახო სასტუმროში;
⤿ ორჯერადი კვება, საუზმე-ვახშამი;
⤿ პროფესიონალი გიდის მომსახურება;
_____
____
დამატებითი ინფორმაცია:
• მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);
• განთავსება საოჯახო სასტუმროში;
• კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – კუბდარი, ტაშმიჯაბი, ჭივშტარი და სხვა;
• შუადღის საკვები შესაძლებელია როგორც თბილისდან წამოიღოთ ისე სვანეთის კვების ობიექტებზე შეუკვეთოთ;
• გაითვალისწინეთ ეთნოგრაფიული მუზეუმის მოსაკრებელი ; ხერგიანების მუზეუმის მოსაკრებელი ; ჰაწვალის საბაგირო მოსაკრებელი ;
• მეგზურობას გაგიწევთ კვალიფიციური გიდი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით სვანეთის და მარშრუტით გათვალისწინებული ობიექტების შესახებ;
• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
_____
ცალკეული ჯგუფებისათვის მოთხოვნის შესაბამისად დაგიგეგმავთ ინდივიდუალურ ტურებს სასურველი მიმართულებით.
_____
არაყიშვილის ქ. 8ა, ვაკე
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.