დღიანი ტური ხევსურეთში: შატილი-მუცო : - აგვისტოს
ფოტო: Braveheart · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოინახულე ხევსურეთი ქართული კულტურისა და ხელოვნებისა ძეგლები ტურისტულ კომპანია ,, Diamond Georgi”-სთან ერთად
შატილი-მუცო-ანატორის აკლდამები
გთავაზობთ 1 დღიან ტურს.
გასვლა დილის 5:00-ზე !
შეხვედრის ადგილი - თბილისი, სასტუმრო რედისონთან, ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია.
მარშუტი :
დათვიჯვრის უღელტეხილი , რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2676 მეტრზე, სადაც ულამაზესი პანორამა იშლება როგორც ჭაუხების ფონზე, ასევე პირიქითა ხევსურეთის ულამაზეს ბუნებაზე.
ლეგენდარული შატილი , უნიკალური და თვალსაჩინო ციხე-სოფელი . შატილში შეგვიძლია დავაგემოვნოთ ადგილობრივი ლუდი და დავტკბეთ ხევსრული გარემოთი,ასევე დავათვალიეროთ ბანიანი სახლები და გავეცნოთ იქაურ ყოფა-ცხოვრებას
ანატორია-აკლდამები.
მუცო ,პირიქითა ხევსურეთის შემორჩენილი ნასახლარებიდან უძველესი სოფელი, სოფელი რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ფარს საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთის მხრიდან.
სოფელში ასვილის შემდეგ , შესაძლებლობა გვაქვს დავათვალიეროთ განთქმული მეომრებისა და მონადირეების ადგილსამყოფელი , რომელიც თითქმის 1 საუკუნეზე მეტი ხანია რაც გაუკაცრიელდა. წამოსვლისას კი ტრადიციულად დავაგემოვნოთ, ხევსურული ხინკალი.
პროფესიონალი გამყოლი
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით.
გასათვალისწინებელი პირობები:
აუცილებელია რომ თან იქონიოთ პირბადე
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი/საწვიმარი
არ ვყრით ნაგავს
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი
; ; ;
Viber :
Facebook:
Skype: diamondgeorgia5
მცხეთა-მთიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მცხეთა-მთიანეთში — მცხეთა და ანანური ნახევარ დღეშიც ჯდება, ყაზბეგი კი ერთდღიანი ან ორდღიანი გასვლაა ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით სტეფანწმინდაში. ზამთარში გთავაზობთ გუდაურის პაკეტებს, ზაფხულში — ხევსურეთის ჯიპ-ტურებს; თარიღებს თქვენ გვეტყვით, დანარჩენს ჩვენ დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
რა ვნახოთ
- მცხეთა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
- გუდაური — საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
- თრუსო, ჯუთა და სნო — ხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.