national delicacy

ჯუთა-ჭაუხები

  • ID: 63080
  • ნახვები: 721
complogo
მოლაშქრეთა კლუბი კვალი
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი "კვალი" 13 ივნისს გთავაზობთ ერთდღიან საფეხმავლო ტურს ყოველთვის მიმზიდველი და პოპულარული ჯუთას სანახავად.

 

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:

  • სოფ. ჯუთა;
  • ჯუთის ჩანჩქერი;
  • ჯუთის ტბა;
  • ჯუთის ჭიუხები;
  • სოფელი სნო;

 

ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 8 - 10 კილომეტრი(ორივე გზა), საშუალოზე მარტივი გზა.
სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
საშუალო სირთულის რელიეფი (ერთი აღმართი).

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა:
აუცილებელი:

  • კომფორტული სალაშქრო/სპორტული ფეხსაცმელი;
  • მოსახერხებელი ზურგჩანთა;
  • თბილი მოსაცმელი;

სასურველი:

  • გამოსაცვლელი ფეხსაცმელი
  • საწვიმარი

 

ტურის ღირებულება 25 ლარი
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ
გაითვალისწინეთ ტურამდე 3 დღით ადრე ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • გიდი/გამყოლი
  • ფოტოგადაღება

 

კვება:
თანხაში არ შედის კვება, თან იქონიეთ ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი

შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
გასვლის დრო - 07:30 საათზე (დაგვიანებულების ლოდინის მაქსიმალური დრო 10 წუთი)
დაბრუნება თბილისში 21:00 საათზე

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში მოლაშქრეთა კლუბი "კვალი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
598 13 52 13 გიორგი

 

იმისათვის, რომ მოგზაურობა ჩვენს კვალდაკვალ იყოს მოწესრიგებული, ორგანიზებული და უსაფრთხო შევიმუშავეთ სალაშქრო წესების ჩამონათვალი. ასევე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენს ყველა ტურზე იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული რეგულაციები, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ევალება:

  • ტურის მთავრი ხელმძღვანელია გიდი/გამყოლი, რომელსაც ემორჩილება ჯგუფის ყველა მონაწილე;
  • დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე მოსვლა;
  • დაუშვებელია მგზავრობისას ალკოჰოლური სასმელის მოხმარება;
  • არ ვანაგვიანებთ გარემოს და ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
  • საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
  • ლაშქრობისას პირადი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით იზღუდება საუბარი:
    • პოლიტიკაზე;
    • რელიგიაზე.
  • ტრანსპორტით გადაადგილებისას უნდა გეკეთოთ პირბადე;
  • დილით, შეკრებისას, მოხდება ყველა მონაწილისათვის ტემპერატურის გაზომვა.

 

მოლაშქრეთა კლუბი „კვალი“ უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

გისურვებთ ბედნიერ და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას. 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
მოლაშქრეთა კლუბი კვალი