national delicacy

თრუსოს ხეობა

  • ID: 63079
  • ნახვები: 684
complogo
მოლაშქრეთა კლუბი კვალი
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი "კვალის" ორგანიზებით 12 ივნისს გაიმართება ერთდღიანი, მსუბუქი, საფეხმავლო ტური თრუსოს ხეობაში.

ეს ის ხეობაა, რომელიც ერთი ნახვით მოგხიბლავთ.
ყველაზე კარგი პერიოდი თრუსოს ხეობაში სამოგზაუროდ სწორედ ახლაა, ამწვანებული და ხასხასა.

სანახავი ობიექტები:

  •  ქასარას კანიონი
  •  თრუსოს ფერადი ტრავერტინები
  •  ნასოფლარი კეტრისი/ქეთერისი
  •  კეტრისის/ქეთერისის ციხე
  •  აბანოს დედათა მონასტერი
  •  თრუსოს ხეობის "უძირო" ტბა

 

ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 14-15 კილომეტრი, მსუბუქი-მარტივი გზა.

 

ტურის ღირებულება 25 ლარი
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ
გაითვალისწინეთ ტურამდე 3 დღით ადრე ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • გამყოლი

 

კვება:

  • თანხაში არ შედის კვება, თან იქონიეთ ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი

 

შეკრების ადგილი და დრო:

  • M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
  • გასვლის დრო - 07:00 საათზე (დაგვიანებულებისლოდინის მაქსიმალური დრო 10 წუთი)
  • დაბრუნება თბილისში - 21:00 საათი

 

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში „მოლაშქრეთა კლუბი კვალი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
598 13 52 13 გიორგი

 

იმისათვის, რომ მოგზაურობა ჩვენს კვალდაკვალ იყოს მოწესრიგებული, ორგანიზებული და უსაფრთხო შევიმუშავეთ სალაშქრო წესების ჩამონათვალი. ასევე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენს ყველა ტურზე იმოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული რეგულაციები, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ევალება:

  • ტურის მთავრი ხელმძღვანელია გიდი/გამყოლი, რომელსაც ემორჩილება ჯგუფის ყველა მონაწილე;
  • დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე მოსვლა;
  • დაუშვებელია მგზავრობისას ალკოჰოლური სასმელის მოხმარება;
  • არ ვანაგვიანებთ გარემოს და ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
  • საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
  • ლაშქრობისას პირადი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით იზღუდება საუბარი:
    • პოლიტიკაზე;
    • რელიგიაზე.
  • ტრანსპორტით გადაადგილებისას უნდა გეკეთოთ პირბადე;
  • დილით, შეკრებისას, მოხდება ყველა მონაწილისათვის ტემპერატურის გაზომვა.

 

მოლაშქრეთა კლუბი „კვალი“ უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

გისურვებთ ბედნიერ და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას. 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
მოლაშქრეთა კლუბი კვალი
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა