national delicacy

18-19-20 ივნისი - სვანეთის სამდღიანი ტური

  • ID: 63068
  • ნახვები: 824
complogo
დაივერს ჯორჯია
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/06/21
    დაბრუნება
    • 20/06/21
დამატებითი ინფორმაცია

ტურის აღწერა:

I დღე:

14:00 სთ. დაბინავება საოჯახო სასტუმროში (მესტიის ცენტრში)

16:00 სთ. მესტიის მუზეუმი

17:30 სთ. მესტიის საკათედრო ტაძარი

18:30 სთ. ბეთქილის მჟავე წყლები

19:00 საათიდან თავისუფალი დრო (შეგიძლიათ დაათვალიეროთ ღამის მესტია, ეწვიოთ ადგილობრივ კაფე-რესტორნებს და ა.შ.)

II დღე:

08:00 სთ. სიყვარულის კოშკი

10:30 სთ. უშგული (თემში შემავალი ოთხი სოფელი, ლამარია, თამარის კოშკი, უშგულის მუზეუმი)

18:00 სთ. დაბრუნება სასტუმროში

III დღე:

10:00 სთ. კურორტი ჰაწვალი (თუ უამინდობა ხელს არ შეგვიშლის)

13:00 სთ. ჰეშკილის ქოხების მიმდებარედ მოწყობილი ტურისტული ცენტრი

14:00 სთ. გამომგზავრება თბილისში (გზად მოვინახულებთ ლატალის ტაძარს და ენგურჰესს)

გასვლა: პარასკევი, 05:00 სთ.

დაბრუნება: კვირა, 23:00 სთ.

შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)

ღირებულება:

ტურის ღირებულება გახლავთ:

115 ლარი საერთო სველწერტილებიან ნომერში განთავსებით

140 ლარი ინდივიდუალურ სველწერტილებიან ნომერში განთავსებით

ღირებულებაში შედის:

მგზავრობა უმაღლესი კლასის მიკროავტობუსით (კონდინციონერით)

ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)

საოჯახო სასტუმრო მესტიაში (რა ფასიან პაკეტსაც შეარჩევთ იმის მიხედვით)

დამატებითი ინფორმაცია:

საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად (შეგიძლიათ წამოიღოთ რაც მოგესურვებათ, შეიძინოთ მესტიაში ან ეწვიოთ ადგილობრივ კაფე-რესტორნებს)

ადგილობრივი მოსაკრებლები ჯამურად შეადგენს 29 ლარს (მოქმედებს სხვადასხვა ფასდაკლებები)

სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ვეწვიოთ ქორულდის ტბებს (ჯიპებით ასვლის საფასური პერსონაზე 30-40 ლარი)

ზოგადი ინფორმაცია:

ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.

ყურადღება:

აუცილებელია იქონიოთ პირბადეები

თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 30 %

შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა

კომპანიის საბანკო ანგარიში:

თიბისი ბანკი: GE04TB7669136020100003 - შპს "დაივერს ჯორჯია"; ს/კ 435432462.

599 20 99 44; 599 02 44 66

info@diversegeorgia.com

diversegeorgia.com

თბილისი, წერეთლის 116

Diverse Georgia - თქვენი საიმედო მეგზური

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე115.00
დაივერს ჯორჯია
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/06/21
    დაბრუნება
    • 20/06/21
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა