კახეთის ორ დღიანი ტური, ყოველ შაბათ-კვირას ❤

ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათელავი, სიღნაღი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63022

რა შედის

  • კვება
  • ტრანსფერი
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები

ტურის შესახებ

საფასურში შედის:

1. ტრანსპორტირება.

2. კვება.

3. სასტუმრო აუზით.

4. გასართობი ინვენტარი.

5. პირველადი დახმარების ყუთი.

6. დიჯეი.

7. ალაფურშეტი.

8. ბურგერების მასტერკლასი.

9. ფოტო/ვიდეო მომსახურება.

(საფასურში არ შედის მხოლოდ სახლ-მუზეუმების ბილეთები ).

მოსანახულებელი ადგილები -

პირველი დღე:

1. ბოდბის მონასტერი

2. ყვარელი (ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი).

3. ნეკრესის მონასტერი

4. სიღნაღი (დაბინავება სასტუმროში, ალაფურშეტი, გათამაშება, ბურგერების მასტერკლასი, დიჯეი).

მეორე დღე:

5. გრემი.

6. იყალთოს აკადემია.

7. ალავერდი

8. წინანდალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

9. შუამთის მონასტერი ძველი/ახალი

10. ერეკლე მეორის სასახლე.

ტური გაიმართება ყოველ შაბათს.

სასტუმროში დაბინავება: 19:30 სთ.

სასტუმროში დაბინავება: 19:30 სთ.

სასტუმროში დაბინავება: 19:30 სთ.

შეკრება, დიდუბის მეტროს ზედა მხარეს.

კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე, ყველა რეგულაცია დაცული იქნება.

გასათვალისწინებელი ინფორმაცია:

თქვენივე კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის, ვიცვამთ მოხერხებულად, ვემორჩილებით ტურის წინამძღოლის მითითებებს და არ ვმოქმედებთ თვითნებურად.

ტურის დასაჯავშნად, ან დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე:

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი

საქართველოს ბანკი

მიმღები: დავით ხაჩიძე

დანიშნულებაში მიუთითეთ "კახეთის ტური"

თელავი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური თელავში ჩვეულებრივ მეზობელ მონასტრებსა და მარნებსაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია და ღამისთევა ქალაქში ან ვენახთან. მარშრუტს თქვენთვის სასურველ თარიღებზე შევადგენთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა რთველია და თელავის ბაზარი ყურძნითა და ჩურჩხელით არის სავსე.
ივლისი–აგვისტოში ცხელა, 32°-მდე; ექსკურსიები დილით და საღამოს დაგეგმეთ.
ზამთარში მშვიდია, მარნები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე თოვლი შეიძლება დახვდეთ.

რა ვნახოთ

  • ბატონის ციხე — ერეკლე II-ის სასახლე, ციხის გალავანი და მუზეუმი ქალაქის ცენტრში
  • თელავის ჭადარი — რამდენიმე საუკუნის ხე, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
  • ალავერდის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, 20 კმ-ში
  • იყალთოს აკადემია — ძველი სამონასტრო სკოლა, ქალაქიდან 10 კმ-ში
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი და პარკი, 10 კმ-ში
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი ყვარლის გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან გომბორის გზით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), საგარეჯო–გურჯაანის გავლით უფრო გრძელია, დაახლოებით 2,5 საათი. მარშრუტკები ორთაჭალისა და სამგორის სადგურებიდან გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: გომბორის უღელტეხილით (მოკლე, დაკლაკნილი) ან საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, სწორი).
სად დავრჩეთ: ცენტრში ბატონის ციხის ახლოს — სასტუმროები და გესტჰაუსები; ქალაქგარეთ — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: ზაფხულში მზის ქუდი; ალავერდისა და იყალთოსთვის ქალებს თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.

თელავი: გზამკვლევი
თელავი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე დავუთმო თელავს?
ქალაქს ნახევარი დღეც ეყოფა, მაგრამ ალავერდის, იყალთოს, წინანდლისა და გრემის დასამატებლად 2 დღე და ერთი ღამე სჯობს.
თელავი თუ სიღნაღი — სად ჯობს დარჩენა?
თელავი ცენტრშია და მონასტრებთან ახლოსაა, სიღნაღი უფრო პატარა და ფოტოგენურია. რამდენიმე დღით ჩასვლისას ორივეში თითო ღამე დარჩით.
სად შეიძლება ღვინის დაგემოვნება?
ქალაქშიც და გარშემოც ბევრი ოჯახური მარანი და დიდი ღვინის ქარხანაა; წინანდალსა და ნაფარეულში დეგუსტაცია წინასწარი ჯავშნით სჯობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.