თელავი
კახეთი

თელავი: ტურები, ფასები და რჩევები

კახეთის ცენტრი და ყველაზე მოსახერხებელი ბაზა: აქედან ალავერდი, იყალთო, გრემი და წინანდალი 10–25 წუთის სავალზეა. თბილისიდან გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია.

  • ვალუტაGEL
  • სეზონიმაი, ივნ, სექ, ოქტ
  • დროის სხვაობა0 სთ
თელავი

მოქმედი შეთავაზებები

მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე

როდის წავიდეთ

იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა რთველია და თელავის ბაზარი ყურძნითა და ჩურჩხელით არის სავსე.
ივლისი–აგვისტოში ცხელა, 32°-მდე; ექსკურსიები დილით და საღამოს დაგეგმეთ.
ზამთარში მშვიდია, მარნები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე თოვლი შეიძლება დახვდეთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: გომბორის უღელტეხილით (მოკლე, დაკლაკნილი) ან საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, სწორი).
სად დავრჩეთ: ცენტრში ბატონის ციხის ახლოს — სასტუმროები და გესტჰაუსები; ქალაქგარეთ — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: ზაფხულში მზის ქუდი; ალავერდისა და იყალთოსთვის ქალებს თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან გომბორის გზით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), საგარეჯო–გურჯაანის გავლით უფრო გრძელია, დაახლოებით 2,5 საათი. მარშრუტკები ორთაჭალისა და სამგორის სადგურებიდან გადის.

რა ვნახოთ

  1. 1ბატონის ციხეერეკლე II-ის სასახლე, ციხის გალავანი და მუზეუმი ქალაქის ცენტრში
  2. 2თელავის ჭადარირამდენიმე საუკუნის ხე, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
  3. 3ალავერდის ტაძარიXI საუკუნის საკათედრო ტაძარი, 20 კმ-ში
  4. 4იყალთოს აკადემიაძველი სამონასტრო სკოლა, ქალაქიდან 10 კმ-ში
  5. 5წინანდალიჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი და პარკი, 10 კმ-ში
  6. 6გრემიXVI საუკუნის სამეფო ციტადელი ყვარლის გზაზე
  7. 7თელავის ბაზარიადგილობრივი ყველი, ხილი, ჩურჩხელა და ღვინო
თელავი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე დავუთმო თელავს?
ქალაქს ნახევარი დღეც ეყოფა, მაგრამ ალავერდის, იყალთოს, წინანდლისა და გრემის დასამატებლად 2 დღე და ერთი ღამე სჯობს.
თელავი თუ სიღნაღი — სად ჯობს დარჩენა?
თელავი ცენტრშია და მონასტრებთან ახლოსაა, სიღნაღი უფრო პატარა და ფოტოგენურია. რამდენიმე დღით ჩასვლისას ორივეში თითო ღამე დარჩით.
სად შეიძლება ღვინის დაგემოვნება?
ქალაქშიც და გარშემოც ბევრი ოჯახური მარანი და დიდი ღვინის ქარხანაა; წინანდალსა და ნაფარეულში დეგუსტაცია წინასწარი ჯავშნით სჯობს.

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.