ორ დღიანი ტური ყაზბეგში
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მარშუტი:თბილისი-ჟინვალი-ანანური-გუდაური-ყაზბეგი-გერგეთის სამება-გველეთი-დარიალი-სნო-ჯუთა-თბილისი
კვება:ორჯერადი,ორივე დღეს
განთავსება: კარავში
ტურის ხანგრძლივობა:1ღამე/2დღე
მანძილი:250კმ
შეხვედრის და გასვლის დრო:რუსთაველის 18
პირველ დღეს ვნახავთ:ანანურის კომპლექსი,გუდაური,ვეძა-მჟავე წყლები,ყაზბეგი,გერგეთის სამება,დარიალი,გველეთის ჩანჩქერი.
11.0 0-გუდაურის გადმოსახედი
11.30-ვეძა-მჟავე წყლები
12.00-სადილი სავალე პირობებში
14.00-გერგეთის სამება
16.00-გველეთის ჩანჩქერი
18.30-დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსი
20.00-დაბანაკება კარვებში,კოცონი,მწვადი, ფეხით სავალი მონაკვეთი:გველეთის ჩანჩქერზე-900 მეტრი
მეორე დღეს ვნახავთ:ჭაუხების ულამაზეს მთას,სოფ,ჯუთა,ბანაკი ზეთ,სნოს ციხე და საპატრიარქოს რეზიდენცია
08.00-საუზმე,09.00-გამგზავრება ჯუთას ხეობაში,შეგხვდება რამოდენიმე ჩანჩქერი და ტბები,14.00-სადილი სავალე პირობებში,17.00-დაბრუნება ჯუთაში.18.00 სნოს ციხე და საპატრიარქოს რეზიდენცია,20.00- ვახშამი ფასანაურში ,მოხევური ხინკალი,21.00-დაბრუნება თბილისში
ტური შეგდგება მიიმუმ 4 პერსონისგან
კომპანია გემსახურებათ უმაღლესი კლასის ავტომობლებით
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.
თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ
თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
რა ვნახოთ
- ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.