national delicacy

ჩვენი ტურის მიზანია გავაკეთიოთ დიდი წრე ისტორიული კახეთის გარშემო.

  • ID: 62843
  • ნახვები: 1032
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/05/21
    დაბრუნება
    • 30/05/21
დამატებითი ინფორმაცია

ბევრმა არ იცის, რომ ისტორიული კახეთი ბევრად პატარა იყო და მხოლოდ ადრეული და განვითარებული შუა საუკნეების მიჯნაზე მიიღო ის სახე როგორიც დღეს არის. ისტორიული კახეთის გულს თიანეთისა და ახმეტის რაიონები წარმოადგენდა, გარდა ამისა ის მოიცავდა დღევანდელი მცხეთის, დუშეთის და თელავის რაიონების ნაწილს.

ჩვენი ტურის მიზანია გავაკეთიოთ დიდი წრე ისტორიული კახეთის გარშემო.

გომბორის ქედით გადავიდეთ შიგნით კახეთში ჩამოვიაროთ შუამთა-თურდოს ხევზე, რომელიც წარმოადგენდა კახეთისა და ჰერეთის გამყოფ შუა მთას. შემდეგ გეზი ავიღოთ ახმეტა-თიანეთისკენ და კახეთის ქედის გადალახვის შემდეგ ცვახრიჭამიას ხეობის გავლით დავბრუნდეთ თბილისში.

გზად ცნობილ ტაძრებთან ერთად მოვინახულოთ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ უნიშვნელოვანესი ძეგლები, რომლებიც ადრეულ და განვითარებული შუა საუკნეების პერიოდში იქნა აგებული. მაშინ როდესაც კახეთი წარმოადგენდა პატარა ქართულ სამთავროს და იწყებოდა დიდი კახეთის, საქართველოს აღმოსავლეთის კარიბჭის მცველი ძლიერი ბურჯის ჩამოყალიბების პროცესი.

გზად ისტორიულ ძეგლეთან ერთად მოვინახულებთ გომბორის, თიანეთისა და იალნოს ქედების ულამაზეს ბუნებას შერეულ ტყეებს და ხედებს.

____________________________

სანახავი ობიექტები:

უჯარმის ციხე

წმინდა შიოს მონატერი და შიოს ნამარნალი თურდოს კლდის თავზე

აწყურის თეთრი გიორგი

ხოდაშნის ხევის საჩინოს ღვთიშობელი

კვეტერა

არჩილის მონასტერი (თიანეთი)

ტურს გიდობას გაუწევს: ნუკრი მჭედლიშვილი

შეხვედრის ადგილი და დრო: რესპუბლიკის მოედანზე,08:00 სთ-ზე

ტურის ღირებულება: 50 ლარი

ღირებულებაში შედის: მგზავრობა და გიდის მომსახურების საფასური.

_____________________________

სიაში ჩასაწერად უნდა მოგვწეროთ კომპანიის გვერდზე პირად შეტყობინებაში: სახელი,გვარი,ტელეფონის ნომერი ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერებზე: 568-814-212

• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ. მას შემდეგ რაც ჩაეწერებით სიაში ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომერს.

• ჯგუფში ადგილები შეზღუდულია და გთხოვთ გაითვალისწინოთ

___________________________________

გაითვალისწინეთ !

• შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მონაწილეთა ჯანმრთელობას.

• ყველა მონაწილეს ტურის მიმდინარეობისას უნდა ეკეთოს პირბადე.

• ტურის წინ მოხდება მონაწილეთა თერმო სკრინინგი.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე50.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/05/21
    დაბრუნება
    • 30/05/21