ტური რომელიც არ უნდა გამოტოვოთ მაისს
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- ავიაბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დაპირებული ძალიან საინტერესო გასტრონომიული ტური პირაქეთა ხევსურეთში ☀️
ტური რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
ნახავთ ულამაზეს ბუნებას, დააგემოვნებთ უგემრიელეს ადგილობრივ კერძებს და გაეცნობით პირაქეთა ხევსურეთის კულტურას, რომელიც აუცილებლად შეგაყვარებთ თავს
ტურის მიმართულება: პირაქეთა ხევსურეთი
✅ მოსანახულებელი ადგილებია:
კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი - მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი XVIII-XIX საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, შოთა არაბულის ფერწერული ტილოები.
მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ჩირდილი - ზღვის დონიდან 1350 მეტრი. დავტკბებით ლამაზი ხედებით, გადავიღებთ ბევრ ფოტოს და გავემგზავრებით ბაგიანისკე.
ბაგიანა - ადგილი სადაც გვიმასპინძლებენ ადგილობრივი უგემრიელესი კერძებით
გაეცანით მენიუს:
შიბუიანი კეცეული
კარტოხ-სატნიანი კეცეული
ხორციანი კეცეული
ღურღუჭელი
ხინკალი
ძმარი(ხევსურული)
კუსერბო
ხავიწი
ყავა/ჩაი
კომპოტი
გასვლის დრო: 07:00 სთ
ჩამოსვლის დრო: 20:00 სთ
გავდივართ რესპუბლიკის მოედნიდან (ველოსიპედი)
ტურის დაწყებამდე ჩატარდება თერმოსკრინინგი
აუცილებელია პირბადე თან იქონიოთ
მგზავრობა მიკროავტობუსით
გიდი
კვება - ადგილობრივი კერძების დაგემოვნება
ფოტო გადაღება
მცხეთა-მთიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მცხეთა-მთიანეთში — მცხეთა და ანანური ნახევარ დღეშიც ჯდება, ყაზბეგი კი ერთდღიანი ან ორდღიანი გასვლაა ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით სტეფანწმინდაში. ზამთარში გთავაზობთ გუდაურის პაკეტებს, ზაფხულში — ხევსურეთის ჯიპ-ტურებს; თარიღებს თქვენ გვეტყვით, დანარჩენს ჩვენ დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
რა ვნახოთ
- მცხეთა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
- გუდაური — საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
- თრუსო, ჯუთა და სნო — ხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.