გვირილა ტური
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ხანგრძლივობა: 1 დღე;
სახეობა: სათავგადასავლო;
ფეხით გასავლელი მანძილი: 1 კილომეტრი;
სირთულე: მარტივი.
მოსანახულებელი ადგილები:
გვირილების მდელო;
საბადურის ტყე.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით,
ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი მეგზური.
კვება (ინდივიდუალურად მოგვაქვს საკვები და მოვაწყობთ ერთობლივ პიკნიკს).
შეკრების და გამგზავრების დრო:
რუსთავი: 10:00 მაკდონალდსის პარკინგი.
თბილისი: 11:00 მეტრო ისანი.
რეკომენდაცია!
თან იქონიეთ:
პირბადე
სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება
ქუდი
კომფორტული ტანსაცმელი
კომფორტული ფეხსაცმელი
ზურგჩანთა
თბილი მოსაცმელი
საკვები
წყალი
კარგი განწყობა
სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
- შეკრების ადგილზე მივდივართ შეთანხმებულ დროს;
- ტურის ყველა მონაწილე ითვალისწინებს ორგანიზატორის მითითებებს;
- ვმოძრაობთ ან ვჩერდებით ყველა ერთად;
- ინდივიდუალური იდეა ან სურვილი წინასწარ თანხმდება ორგანიზატორთან;
- ალკოჰოლური სასმელი დაშვებულია მხოლოდ ორი ან მეტდღიანი ტურის დროს.
- ვზრუნავთ ერთმანეთზე;
- ვზრუნავთ გარემოზე.
თანხის ჩარიცხვა:
აუცილებელია ტურის ჩატარებამდე ნებისმიერ დროს, არაუგვიანეს 2 დღისა. შეთანხმების შემდეგ, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
საქართველოს ბანკი
ნატა
ეკო
თამარი
აღმოაჩინე, შეიყვარე და გაუფრთხილდი გარემოს!
თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ
თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
რა ვნახოთ
- ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.