national delicacy

არმაზი, კარსანი, ბაგინეთი, ოლღას მონასტერი

  • ID: 62461
  • ნახვები: 2071
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/03/21
    დაბრუნება
    • 21/03/21
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
21 მარტს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს ტყის ბილიკებზე, ულამაზესი ხედების ფონზე მცხეთის შემოგარენში.

ტურის ფარგლებში ვიმოგზაურებთ ქალაქში - “სადაც ღმერთები ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ". ვნახავთ ქართლის მთას, სადაც პირველად დასახლდა ქართლოსი და შემდეგ ფარნავზმა ძვ. წ. IV-III სს. ააშენა სამეფო სასახლე, სადაც იყო ქართველ წარმართ მეფეთა რეზიდენცია (ფარნავაზიდან - ვახტან გორგასლის ჩათვლით, შემდეგ თბილისში გადაიტანეს სამეფო რეზიდენცია). აქ ცხოვრობდა 27 მეფე. ავალთ თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით გამორჩეულ პატარა ხეობაში, სადაც მდებარეობს ისტორიული სოფელი კარსანი. სწორედ კარსნიდან იყო საქართველოში ქრისტეს კვართის ჩამომტანი ლონგინოზ კარსნელი. ვიხილავთ ლეგენდებით სავსე საიდუმლო ლაბორატორიას. ავალთ გორაზე, სადაც 3 კერპი ერთად იდგა: არმაზი, გაცი და გაიმი. ლეგენდის თანახმად აქვეა დაკრძალული ქართლოსი.

1. კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - მე- 9 -10 ს.ს.
2. კარსანის ყოფილი საიდუმლო ლაბორატორია
3. გორა, სადაც სამი კერპი ერთად იდგა: არმაზი, გაცი და გაიმი.
4. არმაზციხე (ბაგინეთი ) სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ძვ. წ. IV-III ს.ს.
5. მცხეთის ბეთლემი - მე-4 ს. კლდეში ნაშენები სალოცავი, სადაც წმ. ნინო ლოცულობდა.
6. არმაზის მონასტერი: ღვთისმშობლის ეკლესია, მე-12 ს.
7. არმაზის ციხე, მე-13-15 ს.ს.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ:
8. ოლღას მონასტერი - მე-11-12 ს.ს. ღვთისმშობლის ეკლესია. (მიწით დაფარული მონასტერი მე-19 საუკუნეში ოლღამ აღმოაჩინა).

 ტურის ღირებულება:

 ფეხით სასიარულო:
- გორა, სადაც სამი კერპი ერთად იდგა - ჯამში 1,5 კმ.
- არმაზის ციხე - ჯამში 3 კმ.

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
  ანი
  ლევანი
VIBER / WhatsApp -

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 თბილისში დაბრუნება
19:00 საათზე. (კომენდანტის საათის გათვალისწინებით).

 

ტურის ღირებულებაში შედის:
- გამყოლი
- მგზავრობა მიკროავტობუსით ( მარშუტკა)
- ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
 -ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი ქუდი  ხელთათმანები. გამაშები და სალაშქრო ჯოხი სასურველია.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, რადგან ტური არ ჩაიშალოს. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.


დილით ტურის დაწყებამდე გავივლით თერმოსკრინინგს (სიცხის გაზომვა), სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურიდან. ასეთ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
 მგზავრობისას (ტრანსპორტში) აუცილებელია პირბადე.
 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/03/21
    დაბრუნება
    • 21/03/21