სვანეთის დღიანი ტური.
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
???? #სვანური თავგადასავალი იწყება ????
???? 4 დღიანი ტური
????წამოდი სვანეთში
???? რეგისტრაცია მიმდინარეობს
პროგრამა:
დღე 1:
06:00 გასვლა თბილისიდან შეკრების ადგილი დიდუბის ზედა გაჩერება
????(გზაში შევისვენებთ) რადგან გზა გრძელია
????ენგურჰესი
????მესტია
????ხერგიანების მუზეუმი
????დაბინავება სასტუმროში (თავისუფალი დრო)
დღე 2:
????ეთნოგრაფიული მუზეუმი
????მესტიის საკათედრო ტაძარი
????თეთნულდის სათხილამურო ტრასაზე ავალთ სურვილისამებრ (20- ორივე გზა დამატებით გადასახდელი)
????საღამოს ყველა ვბრუნდებით სასტუმროში (თავისუფალი დრო)
დღე:3
????ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ავალთ საბაგიროთი, მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით ხვდებით ჰაწვალში, საიდანაც კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა. ზამთარში აქ 2,400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს.
????ჰეშკილის ქოხები სურვილით ( დამატებით დელიკის საფასური 10-)
???? თავისუფალი დრო
დღე 4:
????მოვემზადებით და გამოვემგზავრებით თბილისისკენ წარუშლელი ემოციებით
▪ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
▪გამყოლი
▪განთავსება საოჯახო სასტუმროში 3 ღამე
კვება
▪მოგვაქვს ინდივიდუალურად ( ერთი დღის სამყოფი )
დანარჩენი დღე ერთიანი ძალებით მოვამზადებთ რაც გვენდომება.
ტურში გასათვალისწინებელი.
რეკომენდაციების სრული დაცვა
ტრანსპორტში აუცილებლად გვეკეთოს პირბადე
ხელების შესაბამისი ხსნარით დამუშავება, ტრანსპორტში ყოველი ასვლის შემდეგ .
ტურის ყველა წევრი გაივლის თერმოსკრინინგს.
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება
შეკრების ადგილზე არ ვიგვიანებთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს თქვენი დატოვება)
არ ვანავგვიანებთ გარემოს,
შეურაცმყოფას ერთმანეთს არ ვაყენებთ,
ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ბუნებაში ყველა ერთად და სასიამოვნო გარემოს შევქმნით).
ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად მოიხსნებით ტურიდან.
ვემორჩილებით გამყოლის მითითებებს
ფორსმაჟორული სიტუაცია- ტურის ხელმძღვანელს აქვს უფლება შეცვალოს ტურის მიმდინარეობა სხვა გარემოებების მიერ.
????არვსვამთ კითხვებს: როდის მივალთ????! ბევრი დარჩა, რამდენი კილომეტრია და ა.შ.????
????სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ, თქვენი მეგობარი #kilatravel
რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან მოგვწეროთ. გადახდა ხდება წინასწარ.
????გამოგვყევით ინსტაგრამზე #მესტია #უშგული #ჰაწვალი #ჰეშკილო #საქართველო
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.