მისტიური ჯავახეთი
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
⛳ გთავაზობთ 1 დღიანი მოგზაურობას მისტიურ #ჯავახეთში. ❌დარჩა 4 ადგილი❌
????????იმოგზაურე საქართველოში????????
გაიგე და აღმოაჩინე მეტი. თავგადასავლების დროა ❤️
ყველაზე განსხვავებული მოგზაურობა ???? ჯავახეთის მხარეში. ამბობენ ზამთარი სულ სხვაა???? ????ეს აუცილებლად უნდა ნახოთ????
მოვინახულებთ:
✔ფარავნის ტბა გაყინული
✔ფოკას დედთა მონასტერი
✔ფოკას მამათა მონასტერს
✔საღამოს ტბა ( ულამაზესი ადგილი)
✔სოფელი გორელოვკა
✔მადათაფას გაყინული ტბა
???? შეკრების ადგილი - ქ.თბილისი დიდუბის ზედა გაჩერება.
⏳შეკრება - 07:00 საათი
▪ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი)
▪გამყოლი
➡კვება
▪ ინდივიდუალურია (მოგვაქვს ინდივიდუალურად ერთი დღის სამყოფი.)
➡ტურში გასათვალისწინებელი.❗
❌რეკომენდაციების სრული დაცვა
❌ ტრანსპორტში აუცილებლად გვეკეთოს პირბადე
❌ხელების შესაბამისი ხსნარით დამუშავება, ტრანსპორტში ყოველი ასვლის შემდეგ .
❌ტურის ყველა წევრი გაივლის თერმოს კრინინგს.
❌ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება ❌(რადგან ტური არ ჩაიშალოს )
❌შეკრების ადგილზე არ ვიგვიანებთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს თქვენი დატოვება)
❌არ ვანავგვიანებთ გარემოს,
❌შეურაცმყოფას ერთმანეთს არ ვაყენებთ,
❌ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ბუნებაში ყველა ერთად და სასიამოვნო გარემოს შევქმნით).
❌ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად მოიხსნებით ტურიდან.
❌ ვემორჩილებით გამყოლის მითითებებს
❌ფორსმაჟორული სიტუაცია- ტურის ხელმძღვანელს აქვს უფლება შეცვალოს ტურის მიმდინარეობა სხვა გარემოებების მიერ.
????არვსვამთ კითხვებს: როდის მივალთ????!!! ბევრი დარჩა, რამდენი კილომეტრია და ა.შ.????
➡ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან
მოგვწეროთ. გადახდა ხდება წინასწარ.
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.