ალავერდობა - კახეთში
ფოტო: George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ალავერდობა კახეᲗᲨი
და ზᲦაპრული შემოდგომისფერები
ნახეთ ჩვენთან ერთად კახეთის ოქროსფერი შემოდგომა
მუდმივად მიმზიდველი ტურისტული მხარე განსაკუᲗრებულად ლამაზი და ამაᲦელვებელია Შემოდგომაზე
ალავერდობა დაკავშირებულია ჭირნახულის მოწევასა და დაბინავებასთან. იმართება ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე.
სანახავი ობიექტები:
ცივგომბორის უღელტეხილი , ულამაზესი ბუმბერაზი ტყეები !
უჯარმის სახელოვანი ციხე ! დიდი ვახტანგ გორგასლის რეზიდენცია !
ახალი და ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსები, კახეთის და მთლიანი საქართველოს სულიერების ჩაუქრობელი კერები!
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი და აკადემია, სადაც ლეგენდის მიხედვით დიდი შოთა რუსთაველიც მოღვაწეობდა !
ალავერდი ! ბუმბერაზი ლეგენდა ! კახეთის სიამაყე და საქარველოს კათედრალი ! დავესწრებით ალავერდობის დღესასწაულს !
ზღაპრული წინანდალი -ქართული რომანტიზმის ცენტრი !
რომანტიული პოეზიის პარკები და სკვერები !
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
პროფესიონალი გამყოლი
თანხაში არ შედის:
კვება, რომელიც ინდივიდუალურია და მოგვაქვს ყველას სახლიდან .
უჯარმის ბილეთი-
(16 წლამდე ბავშვებისთვის- )
წინანდლის მუზეუმის ბილეთი, გიდის მომსახურებით-,
ხოლო ღვინის დეგუსტაციით-.
გასვლა თბილისიდან, რუსᲗაველის გამზირი, ველოსიპედის Ძეგლი
დასაჯავშნად მარუსა
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.