რთველის ტური კახეთში ხვალ. . ( ადგილი)
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
რთველი კახეთში.
???? 26 ში დილით გავემგზავრებით ღვინის სამშობლოში და დილიდანვე დავიწყებთ ყურძნის კრეფას, რქაწითელის დაგემოვნებას, ვიხუმრებთ, ვიმასხარავებთ და გავერთობით!
ჰომ.... ჯერ ავირჩევთ ,,ბრიგადირს" და ამის შემდგომ დავიწყებთ შრომა-საქმიანობას ! ????
????ტურზე უკვე მიმდინარეობს რეგისტრაცია!
ტურის ხანგძლივობა: 1 დღე
შეხვედრის ადგილი:????
???? 8:00 საათზე - ქ. თბილისი, ველოსიპედი ძეგლის წინ.
???? 21:00-22:00 საათი დაბრუნების დრო
_______________________________________
მოსანახულებელი ადგილები:????
???? ძველი შუამთა
????ახალი შუამთა
????შუამთის ულამაზესი ტყე
????უჯარმის ციხე
???? კახური თვალმიუწვდენელი ვენახები (მივიღებთ რთველში მონაწილწობას) ????
????საღამოს გომბორზე დავანთებთ კოცონს,შევწვავთ კახურ მწვადს,გავერთობით კარგად და ულევი შთაბეჭდილებებით დავბრუნდებით .
___________________________________________
???? გიდის მომსახურება
???? კარგი მუსიკები ( ყველას გემოვნებას გავითვალისწინებთ.
საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად, მაგრამ მივირთმევთ ყველანი ერთად!
___________________________________________
???? როგორ ჩავიცვათ.? სალაშქრო ჩაცმულობა.
???? რა წამოვიღოთ? თბილი მოსაცმელი , მზისგან დამცავი საშუალება,სათვალე, ქუდი, წყალი, პირადი აფთიაქი და პირბადე.
???? ტურზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ!
???? მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად ან მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში
???? + 444 viber/whats up
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.