კახეთი : სიღნაღი და ბოდბის მონასტერი
ფოტო: George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან სიღნაღსა და ბოდბის მონასტერში !. ტური დაიწყება თბილისიდან თქვენთვის სასურველი ადგილიდან 10.00 საათზე და დასრულდება თბილისში 21.00 საათზე ! თქვენ ნახავთ :
1. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს, სადაც წმინდანია დაკრძალული.
2. სამკურნალო წყაროს, რომელიც წარმოიშვა წმინდა ნინოს ლოცვის შედეგად. ამ წყარომდე მისაღწევად მოგიწევთ კიბის 700 საფეხურით ქვემოთ დაშვება, სამკურნალო წყაროში განბანვის შემდეგ კი ამავე საფეხურებით უკან დაბრუნება !
3. სიღნაღში ნახავთ 4 600 მეტრი სიგრძის გალავანს, რომელიც სიღნაღს ჰყოფს ორ ნაწილად და ჰქვია ძველი და ახალი სიღნაღი !
4. სიღნაღში ნახავთ ნიკო ფიროსმანის ნახატებს .
5. დაათვალიერებთ ძველ და ახალ სიღნაღს, საიდანაც იშლება ალაზნის ველი . . .
6. სიღნაღში, რესტორან " ნატახტარში " შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ ალაზნის ველზე მოყვანილი საუკეთესო ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინო, შოთის პური, გუდის ყველი, მწვადები, ხაშლამა . . .
7. რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.