national delicacy

თუშეთის 3 დღიანი ტური (ყოველ პარასკევს)

  • ID: 61520
  • ნახვები: 1304
complogo
გუდ თრეველი - Good Travel
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/09/20
    დაბრუნება
    • 06/09/20
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია გუდ თრეველი გთავაზობთ თუშეთის 3 დღიანი ტურებს ყოველი პარასკევს!

იმოგზაურეთ თუშეთში ჩვენთან ერთად!
ანდეთ თქვენი მოგზაურობა პროფესიონალებს!

მარშრუტი:
I. დღე – გასვლა თბილისიდან, აბანოსცერის უღელტეხილი, სოფელი ომალო, თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი, სოფელი შენაქო, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში

II. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, კესელო, ქუეს გადასახედი, სოფელი დართლო, სოფელი კვავლო, სოფელი ფარსმა, სოფელი გირევი, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში

III. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, სოფელი ბოჭორნა, სოფელი დოჭუ, დაბრუნება თბილისში
_____________________
სრული ტურის ღირებულება:
290 ლარი, ორ ან სამ ადგილიან ნომერში
370 ლარი, ერთ ადგილიან ნომერში

ღირებულებაში შედის:
⤿ ღამისთევა;
⤿ ორჯერადი კვება;
⤿ ტრანსპორტირება (პროფესიონალი მძღოლით);
⤿ გამყოლი.

ტური ხორციელდება ყოველ პარასკევი-შაბათი-კვირას.
???? 4-6 სექტემბერი
???? 11-13 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაცია:
• მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);
• განთავსება თუშური ტრადიციული ტიპის სასტუმრო სახლში;
• კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – ხინკალი, კოტორი, ხავიწი და სხვა;
• პირველი დღის სადილი უმჯობესია წამოიღოთ თბილისიდან, მეორე და მესამე დღის სადილი შესაძლებელია თუშეთში შეუკვეთოთ (გაითვალისწინეთ, რომ თუშური ტრადიციის თანახმად ღორის ხორცის პროდუქტების ატანა არ შეიძლება);
• მეგზურობას გაგიწევთ კვალიფიციური გიდი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თუშეთის და მარშრუტით გათვალისწინებული ობიექტების შესახებ;
• ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.);
• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
• ჩვენი თითოეული მგზავრი ტურის განმავლობაში სარგებლობს დაზღვევით, ასევე გათვალისწინებულია პირველადი დანიშნულების სამედიცინო აფთიაქი.

✅ ჩვენი პრიორიტეტია მომსახურების მაღალი ხარისხი, ტურისტებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ინფორმირება მაღალკვალიფიციური მეგზურების თანხლებით. თუშეთის მონახულება ჩვენთან ერთად მეტია, ვიდრე მოგზაურობა!

✅ ცალკეული ჯგუფებისათვის მოთხოვნის შესაბამისად ვქმნით თუშეთის ინდივიდუალურ პაკეტებს.

დეტალებზე და დამატებითი ინფორმაციისათვის: 598 74 74 54

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე290.00
გუდ თრეველი - Good Travel
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/09/20
    დაბრუნება
    • 06/09/20