დღიანი დაუვიწყარი ჯიპ-ტური თუშეთის იდუმალ სამყაროში

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათუშეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61371

რა შედის

  • კვება
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

გთავაზობთ სამდღიან დაუვიწყარ ჯიპ-ტურს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს თუშეთში.

• 1 პერსონა ღამისთევა საოჯახო სასტუმროში 2-ჯერადი კვებით.

• 1 პერსონა ღამისთევა საოჯახო სასტუმროში კვების გარეშე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ტური გაიმართება ყოველ ორშაბათს და პარასკევს (ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ)

(მთლიანად დაჯავშნის შემთხვევაში ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს)

შეკრების ადგილი:

თბილისი: რუსთაველის მოედანი ( ველოსიპედის წინ ) 6:30 სთ.

ტურის ხანგრძლივობა :

3 დღე - 2 ღამე.

ორშაბათი-სამშაბათი-ოთხშაბათი.

პარასკევი-შაბათი-კვირა.

ტურის გეგმა:

დღე 1 :

დილით 06:30 შევიკრიბებით რუსთაველზე ველოსიპედის წინ და გავემგზავრებით თუშეთში მიმართულებით გომბორის უღელტეხილის გავლით.

მოვინახულებთ:

• კახეთში ალავერდის ეკლესია.

• აბანოს უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2950მ).

• სოფელი ომალო.

• სოფელი შენაქო.

• სოფელი დიკლო.

• ვბრუნდებით ომალოში (ვახშამი ღამისთევა სასტუმროში).

დღე 2 :

• საუზმე.

• პირიქითის ხეობაში გადასვლა.

• სოფელი დართლო.

• სოფელი კვავლო.

• სოფელი დანო.

• სოფელი ჭეშო.

• სოფელი ფარსმა.

• პირიქითის ხეობადან უკან ვბრუნდებით ომალოში.

• ომალო (ვახშამი ღამისთევა სასტუმროში).

დღე 3 :

• საუზმე.

• ომალო კესელოს კოშკები.

• სოფელი ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე . დასახლებული პუნქტი (ზღვის დონიდან 2345მ).

• სოფელი დოჭუ.

• დაბრუნება თბილისში.

• ტურის დასასრული.

ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება ტრანსპორტირება.

გამოცდილი მძღოლი - გამყოლი.

მომსახურების მაღალი ხარისხი!

ტრანპორტირება:

ტურის განმავლობაში იმოგზუარებთ 8 კაციანი Mitsubishi Delica-ს ტიპის ჯიპებით.

საჭირო ეკიპირება:

მოსახერხებელი ფეხსაცმელი; ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება;

გასათვალისწინებელი ფაქტორი:

• თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და ჭამა აკრძალულია!

• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება აკრძალულია!

• ​არ ვაბინძურებთ გარემოს!

დამატებითი ინფორმაცია :

ტურის განხორცილების პერიოდი : გაზაფხულიდან-შემოდგომამდე

თუშეთი — რა ტურებს გთავაზობთ

თუშეთის ტური ჩვეულებრივ 3–5 დღეა: ჯიპი მძღოლით თბილისიდან ან ალვანიდან, ღამეები გესტჰაუსებში კვებით, სურვილისამებრ — გიდი და ცხენები ლაშქრობისთვის. თარიღებს უღელტეხილის სეზონს მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისი–აგვისტო: დღისით 20–24°, ღამით 8–12°, ბილიკები და უღელტეხილები ღიაა; აგვისტოში ომალოში თუშეთობა იმართება.
ივნისსა და სექტემბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ ამინდი ცვალებადია და უღელტეხილზე შეიძლება თოვლი დაგხვდეთ.
აბანოს გზა, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება და ოქტომბერში იკეტება; ზამთარში თუშეთი მოწყვეტილია და სოფლებში თითქმის არავინ რჩება.

რა ვნახოთ

  • ომალო და კესელოს ციხე — თუშეთის მთავარი სოფელი და აღდგენილი თავდაცვითი კოშკები ზემო ომალოს თავზე
  • დართლო — ფიქლის სახლებითა და კოშკებით აშენებული სოფელი პირიქითა ალაზნის ხეობაში
  • შენაქო — სოფელი XIX საუკუნის სამების ეკლესიითა და ხეობის ხედით
  • დიკლო — ციხე კლდის კიდეზე, დაღესტნის საზღვართან ახლოს
  • ფარსმა და გირევი — პირიქითის შორეული სოფლები და ხევსურეთისკენ ლაშქრობის დასაწყისი
  • თუშეთის ეროვნული პარკი — ალპური საძოვრები, ფიჭვნარი და მრავალდღიანი სალაშქრო მარშრუტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ახმეტის გავლით ფშაველამდე დაახლოებით 140 კმ-ია (2,5 საათი), იქიდან ომალომდე — კიდევ 70–72 კმ და 4–5 საათი ჯიპით. ზაფხულში ჯიპ-ტაქსები ალვანიდან და თელავიდან დადის; საკუთარი მანქანით მხოლოდ გამოცდილ მძღოლს ვურჩევთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით და გამოცდილი მძღოლით; გრუნტის გზა უფსკრულის პირას, აბანოს უღელტეხილზე თითქმის 2900 მეტრამდე ადის.
სად დავრჩეთ: ომალოში, დართლოსა და შენაქოში — საოჯახო გესტჰაუსები, ზოგი კოშკის გვერდით.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მედიკამენტები და ნაღდი ფული — ბანკომატი არ არის.
კავშირი: სიგნალი ომალოში და ზოგ სოფელშია, ბილიკებზე ხშირად არ არის.

თუშეთი: გზამკვლევი
თუშეთი

ხშირი კითხვები

როდის არის ღია თუშეთის გზა?
ჩვეულებრივ მაისის ბოლოდან ან ივნისიდან ოქტომბრამდე, თოვლის მიხედვით. წვიმის შემდეგ მეწყერის გამო გზა შეიძლება დროებით დაიკეტოს, ამიტომ წასვლამდე სტატუსი გადაამოწმეთ.
შემიძლია ჩემი მანქანით წასვლა?
მხოლოდ მაღალი გამავლობის 4x4-ით და მთის გზაზე სიარულის გამოცდილებით. უმეტესობა ადგილობრივ ჯიპ-ტაქსს ირჩევს — მძღოლებმა გზის ყველა მოსახვევი იციან.
რამდენი დღე სჭირდება თუშეთს?
მინიმუმ 3 დღე: გზაზე ორივე მიმართულებით თითო დღე მიდის. ომალოს, დართლოსა და შენაქოსთვის 3–4 დღე საკმარისია, ლაშქრობებით — ერთი კვირა.
რა არის თუშეთობა?
ზაფხულის დღესასწაული ომალოში, ჩვეულებრივ აგვისტოში: ცხენების დოღი, თუშური სიმღერა და ცეკვა, ყველი და ხინკალი. ამ დღეებში გესტჰაუსები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, თუ ბავშვი გრძელ და დაკლაკნილ მგზავრობას იტანს. სოფლებს შორის მოკლე გასეირნებები ბავშვებისთვისაც იოლია, დიდი ლაშქრობები — უფრო მოზრდილებისთვის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.