სვანეთის სამ დღიანი ტური

ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61287

რა შედის

  • კვება
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი

ტურის შესახებ

სვანეთი ----- სამ დღიანი ტური

სურვილის შემთხვევაში, ჩვენ თქვენთვის შევქმნით დაუვიწყარ ტურს

ტურის გამართვის პერიოდი

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ

დღე 1:
ენგურის ხეობა
ენგური კაშხალი
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
ჰაწვალი
ულამაზესი მესტია
კურორტი, სათხილამურო აჟანგებით და დატკბით სვანეთის ულამაზესი ხედებით
ეთნოგრაფიული მუზეუმი
საღამოს გასეირნება მესტიაში
სასტუმროში განთავსება.

დღე II:

სიყვარულის კოშკი
სოფ. კალას ქ. ბარბარეს ეკლესია
წმ. კვირიკე და წმ. ivlita ეკლესია, სვანეთი "ლაგურკა" - X საუკუნე.
(ლაშქრობა-მარტივი, სულ 2 კმ)
სოფელი ჩაზაში
სოფელი უშგული
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
თამარის კოშკი
ჯიბიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
უშგული ლამარია - ღვთისმშობლის ეკლესია - IX-X საუკუნე
" საღამოს მესტიაში დაბრუნება
სასტუმროში განთავსება

დღე III

:
მესტიის ტაძარი
ლატალის მაცხოვრის საკათედრო ტაძარი X-XI CC-ში
იონა წინასწარმეტყველის ტაძარი XI-XII c
დადიანის სასახლე ზუგდიდში

:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით / ავტობუსით (ყველა მოთხოვნადი დოკუმენტაციით)
გიდის მომსახურება
სასტუმრო კოტეჯი ორჯერადი კვებით (2 ღამე-3 დღე)
უფასო ყავა და ჩაი მგზავრობისას
წარმომადგენელი კომპანიისგან
დაზღვევა
თერმოსკრინინგი
პირბადე
სადენზინფექციო ხსნარი
ფოტო და ვიდეო გადაღება
მედდა ყველა საჭირო დოკუმენტაციით და აღჭურვილობით

მუზეუმების ფასები და საბაგიროს მოსაკრებელი ჯამში
უშგულში ასვლა დელიკებით

მივყევბით გიდის ინსტრუქციას არ ვანაგვიანებთ ტრასპორტს

მგზავრების რაოდენობა 15 დან ზევით ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ უკან

®
მისი :. ქეთევან დედოფლის გ

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.