გომისმთა-შეკვეთილი(დენდროლოგიური პარკი და ზღვა)

ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაგურია
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61223

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

????მდებარეობა : გურია


????აუცილებლად ყველამ თან იქონიეთ პირბადე,ისე ტურზე არ დაიშვებით
????გასვლის წინ მოხდება ყველა მონაწილის თერმოსკრინინგი.
ტურზე ვერ დაიშვებით ტემპერატურის შემთხვევაში და თანხაც უკან ვერ დაგიბრუნდებათ.

????მოსანახულებელი ადგილები:
გურია,გომის მთა ზ.დ. 2100-2755 მ-მდე.
აჭარა,შეკვეთილი (დენდროლოგიური პარკი და ზღვა)

????ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე (1 ღამე და ორი დღე)

????ტურის სახეობა: საექსკურსიო

ღამის გათევა: კარვებში

????ფეხით გასავლელი მანძილი :
პირველ დღეს 0 კმ.
მეორე დღეს სურვილისამებრ

ტრანსპორტირება მიკროავტობუსით

ღამის სათევი აღჭურვილობა (კარავი,საძილე,ქვეშ საგები)
პროფესიონალი სამთო საფეხმავლო გიდები

????2დღის სამყოფი საკვები

⏰შეკრების ადგილი-გასვლის დრო:

რუსთავი-
შეკრების ადგილი-შარტავა მადაგონის წინ.
გასვლის დრო-05:00 საათი.

თბილისი
შეკრების ადგილი-საბურთალო,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან.
გასვლის დრო- 06:00 საათი

თუ გაგვაფრთხილებთ რომ გაგვიანდებათ საპატიო მიზეზით შეგვიძლია დაგელოდოთ გასვლის დროიდან მაქსიმუმ 15 წუთი.

ადგილის დასაჯავშნად თანხას ვრიცხავთ წინასწარ საბანკო ანგარიშზე????

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: გიორგი შარიქაძე

????დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ- თქვენი სახელი გვარი ტური გომისმთაზე.
შეინახეთ დამადასტურებელი დოკუმენტი სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას.

გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 3 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება.

????იმისათვის რომ ტური იყოს ორგანიზებული და ყველასათვის სასიამოვნო ვალდებულები ხართ დაემორჩილოთ ირბისის წესებს:
ორგანიზატორი გახლავთ უზენაესი პირი და ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებებს
დაშვებულია მხოლოდ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი (გადამოწმდება რაოდენობა გასვლამდე)
სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
არ ვაბინძურებთ გარემოს ნაგვით
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
არ ვეწევით ტრანსპორტში

გურია — რა ტურებს გთავაზობთ

გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.

როდის წავიდეთ

ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.

რა ვნახოთ

  • ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
  • შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
  • ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
  • გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
  • შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
  • ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.

გურია: გზამკვლევი
გურია

ხშირი კითხვები

მართლა სასარგებლოა ურეკის ქვიშა?
მაგნიტურ ქვიშაზე დასასვენებლად გულ-სისხლძარღვთა და სახსრების პრობლემების მქონე ადამიანები ჩამოდიან. თუ მკურნალობის მიზნით მიდიხართ, წინასწარ ექიმს გაესაუბრეთ.
შეიძლება თუ არა ურეკში პატარა ბავშვებთან?
კი, ზღვა აქ ნაპირთან დიდხანს მეჩეჩია, ძირი ქვიშიანია და კენჭი არ არის. ივლისში და აგვისტოში ოჯახებით სწორედ აქ მოდიან ყველაზე ხშირად.
როდის მივიდეთ ბახმაროში?
სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუამდე გრძელდება, ყველაზე ხალხმრავალია აგვისტო. ზამთარში გზა თოვლის გამო ხშირად იკეტება.
ურეკი თუ შეკვეთილი?
ურეკი უფრო ხმაურიანია, კაფეებითა და გართობით. შეკვეთილი წყნარია, ფიჭვნარით და ახალი სასტუმროებით — უფრო მშვიდი დასვენებისთვის.
რა უნდა გავსინჯოთ გურიაში?
გურული ღვეზელი (საშობაო ხაჭაპური კვერცხით), ჭადი ნადუღით, ბადრიჯანი ნიგვზით და ფხალი. სუფრაზე თუ გაგიმართლათ, გურულ სიმღერას — კრიმანჭულით — მოისმენთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.