Pool Party მხოლოდ !
ფოტო: Max Benidze · CC BY-SA 2.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
გამაგრილებელი უიქენდი -სა და -სგან!
პირველი ერთობლივი და წამახალისებელი პროექტი, რომელიც კიდევ ბევრ სიახლეს გპირდებათ! ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს გართობასა და კომფორტულ დასვენებაზე
გაატარეთ დაუვიწყარი ორი ღამე სასტუმროში ყველასთვის ცნობილ არტისტ ???????? ???????????????? ???? ერთად, ასევე გვეყოლება ანიმატორი, რომელიც იზრუნებს თქვენს განწყობაზე
დღე 1:
12:00 - გასვლა თბილისიდან
14:00 - რეგისტრაცია სასტუმროში
14:30 - ლანჩი სასტუმროში
15:00 – 02:00 POOL PARTY მთელი დღის განმავლობაში DJ-სთან და ანიმატორთან ერთად
19:00 - ვახშამი სასტუმროში
დღე 2:
09:00 – 11:00 საუზმე სასტუმროში
12:00 – 02:00 POOL PARTY მთელი დღის განმავლობაში DJ-სთან და ანიმატორთან ერთად
14:00 - ლანჩი სასტუმროში
19:00 - ვახშამი სასტუმროში
დღე 3:
09:00 – 11:00 საუზმე
12:00 - გასვლა სასტუმროდან, დაბრუნება თბილისში
ტრანსპორტირება ავტობუსით თბილისი-თელავი-თბილისი;
2 ღამით განთავსება ორ და სამადგილიან ნომრებში;
კვება - სამჯერადი, შვედური მაგიდა;
აუზებით სარგებლობა;
3 დღის განმავლობაში DJ და ანიმატორი იზრუნებენ თქვენს განწყობაზე
მეგობრებო, გაითვალისწინეთ, ბილეთები იყიდება შეზღუდული რაოდენობით.
ასაკობრივი შეზღუდვა - 21 +
CashBack • ქეშბექის ყველა მომხმარებელს მომენტალურად დაუბრუნდება გადახდილი თანხის 10 % ! და თუ არ ხართ ლიბერთი ბანკის მომხმარებელი, უმოკლეს ვადაში გაგიხსნით ანგარიშს ჩვენთან ადგილზე
სასტუმრო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -
ელ-ფოსტა:
თელავი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური თელავში ჩვეულებრივ მეზობელ მონასტრებსა და მარნებსაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია და ღამისთევა ქალაქში ან ვენახთან. მარშრუტს თქვენთვის სასურველ თარიღებზე შევადგენთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა რთველია და თელავის ბაზარი ყურძნითა და ჩურჩხელით არის სავსე.
ივლისი–აგვისტოში ცხელა, 32°-მდე; ექსკურსიები დილით და საღამოს დაგეგმეთ.
ზამთარში მშვიდია, მარნები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე თოვლი შეიძლება დახვდეთ.
რა ვნახოთ
- ბატონის ციხე — ერეკლე II-ის სასახლე, ციხის გალავანი და მუზეუმი ქალაქის ცენტრში
- თელავის ჭადარი — რამდენიმე საუკუნის ხე, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
- ალავერდის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, 20 კმ-ში
- იყალთოს აკადემია — ძველი სამონასტრო სკოლა, ქალაქიდან 10 კმ-ში
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი და პარკი, 10 კმ-ში
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი ყვარლის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გომბორის გზით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), საგარეჯო–გურჯაანის გავლით უფრო გრძელია, დაახლოებით 2,5 საათი. მარშრუტკები ორთაჭალისა და სამგორის სადგურებიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: გომბორის უღელტეხილით (მოკლე, დაკლაკნილი) ან საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, სწორი).
სად დავრჩეთ: ცენტრში ბატონის ციხის ახლოს — სასტუმროები და გესტჰაუსები; ქალაქგარეთ — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: ზაფხულში მზის ქუდი; ალავერდისა და იყალთოსთვის ქალებს თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.