დღიანი დაუვიწყარი ჯიპ-ტური სვანეთში

ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID61111

რა შედის

  • კვება
  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები

ტურის შესახებ

• მთლიანი მანქანის დაჯავშნის შემთხვევაში ტურის გაიმართება თქვენთვის სასურველ დღეებში.

• ტური გათვლილია 6–7-8 მგზავრზე ან თუ მეტი მსურველი იქნება 2–3 მანქანით

• ​ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე - 2 ღამე.

შეკრების ადგილი:

• თბილისი რედისონის მიმდებარედ ველოსიპედის ძეგლთან 5:00 წთ

ტურის აღწერილობა

1)დღე

• თბილისი–ზუგდიდი

• ბეჩოს ხეობა შდუგრას ულამაზესი ჩანჩქერი ფეხით სავალი 12 კმ

• ენგურის კაშხალი

• საკუბდარე სოფ ბარჯაში.ლამაზი ჩანჩქერით.ბუნებით და გემრიელი სვანური კერძებით

• ენგურის ხეობა.ლატალი.ლენჯერი.მესტია.

• მესტია განთავსება საოჯახო სასტუმროში.თავისუფალი დრო მესტიის დასათვალიერებლად.

2)დღე

• სვანეთის ეროვნული მუზეუმი.

• სიყვარულის კოშკი

• უშგული.ლამარიას მონასტერი.

• შხარის ულამაზესი ხედები.

• გემრიელი კუბდრის დაგემოვნება.ჰეშკიკის ქოხები ცნობილი საქანელა ულამაზესი ხედებით თავისუფალი დრო ჰეშკილის ქოხებში დროის გასატარებლად ბარში . დაბრუნება მესტიაში.

3)დღე

• ​​​

• ჰაწვალი საბაგიროთი ასვლა.მესტიის ულამაზესი ხედების დათვალიერება ზევიდან.

• ზურულდიდან 12 საათისკენ გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
.სურვილის შემთხვევაში მარტვილის კანიონის მონახულება.დაემატება მგზავრობის. .დაბრუნება თბილისში.

• 1 კაცი განთავსება საოჯახო სასტუმროში 2ღამე.3 დღე. დილის კვებით

• ტრანსპორტი 7 ადგილიანი მაღალი გამავლობის კომფორტული მინივენი MITSUBISHI DELICA 4x4

• მოგემსახურებათ გამოცდილი გიდი მძღოლი

პ.ს .ეს არის 3 დღიანის გეგმარაც შეიძლება გადანაწილდეს 4 დღეზე დაემატება ჭალაადის მყინვარის საფეხმავლო ტური ..დასაჯავშნათ და დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ წინასწარ როდესაც ჯგუფი უკვე შეივსება და ჯავშნის თანხები დაირიცხება თანხას უკან ვერდავაბრუნებთ აღარ წამოსვლის შემთხვევაში ტური რომ არ ჩაიშალოს .

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.