დღიანი დაუვიწყარი ტური სვანეთში
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს სვანეთში!
ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
მთელი ტურის განმავლობაში თქვენთან ერთად იქნება გამოცდილი, სერტიფიცირებული გიდი, (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი) რომელიც გაგაცნობთ:
სვანეთის ისტორიას
ტრადიციებს (სამართალი, მედიატორობა)
სვანური სამზარეულოს
და გიპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვაზე სვანეთთან დაკავშირებით
კომფორტული მიკროავტობუსის მომსახურება
ღამისთევა
სერთიფიცირებული გიდის მომსახურება მთელი ტურის განმავლობაში
მუზეუმების ხარჯები
????ტურის გეგმა:
ღამის 01:00 სთ - შეხვედრა ველოსიპედის ძეგლთან და გასვლა მესტიის მიმართულებით
08:00 - ენგურჰესის კაშხალი
დილის 10:00 სთ - მესტიაში ჩასვლა და სასტუმროში განთავსება
12:00 - ასვლა ჰაწვალზე
14:00 - ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება
16:00 - მარგიანების მუზეუმი
18:00 - გასეირნება მესტიაში
09:00 - გასვლა უშგულისკენ
09:30 - სიყვარულის კოშკი
11:00 - გასეირნება უშგულში
13:00 - ლამარიას ტაძარი
14:00 - თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო რეზიდენციები
17:00 - გასვლა მესტიისკენ
19:00 - გასეირნება მჟავე წყლებზე
09:00 - გასვლა ჰეშკილის ქოხებისკენ
11:00 - უღვირის ტბა
13:00 - გასვლა მესტიიდან
13:30 - ლატალის იოანე წინასწარმეტყველის ტაძარი (რომელიც ერთადერთია საქართველოში)
14:30 - გასვლა თბილისისკენ
????4 დღით ადრე თანხის ნახევარი უნდა გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშზე, დარჩენილ ნაწილს იხდით ტურის პირველ დღეს:
მიმღები: მირანდა ჯაჭვლიანი
????კვების დროსა და ადგილს ერთად გადავწყვეტთ ტურის განმავლობაში
????თან იქონიდეთ:
პირბადე
ქუდი
სათვალე
სამთო ფეხსაცმელი
საწვიმარი
ზურგჩანთა (ლანჩისთვის)
- მირანდა
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.