ხევსურეთის დღიანი ტური
ფოტო: Braveheart · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
მარშრუტი: თბილისი – ფშავი – ბარისახო – შატილი – მუცო – თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ან მიკროავტობუსი;
კვება: ორივე დღეს ორჯერადი;
განთავსება: საოჯახო სასტუმრო ან კარვები;
ტურის ხანგძლიობა: 1 ღამე / 2 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 165 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria – სთან (ველოსიპედის წინ);
ტურის დეტალური აღწერა
პირველი დღე: ჟინვალის წყალსაცავი – ბარისახო – დათვისჯვრის უღელტეხილი – კისტანი – შატილი
პირველ დღეს ვნახავთ: კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ლებაისკარის ციხე, კისტანის ციხეები, შატილის ციხე კოშკები.
08:00 გასვლა თბილისიდან შატილის მიმართულებით;
10:30 კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
13:00 – 14:00 ლანჩი დათვიჯვრის უღელტეხილზე;
15:00 ლებაისკარის ციხე;
16:00 კისტანის ციხეები;
18:00 შატილი;
20:00 ტურის ყველაზე საინტერესო მომენტი … კოცონი – მწვადი – გართობა – სიმღერა – ახალი მეგობრები – სათავგადასავლო და ინტელექტუალური თამაშები … და სხვა მრავალი სიურპრიზი.
ფეხით სავალი მონაკვეთები: ლებაისკარზე 300 მეტრი, კისტანზე 800 მეტრი.
მეორე დღე: შატილი – მუცო – შატილი – დათვიჯვრის ურელტეხილი – ფშავი – თბილისი
მეორე დღეს ნახავთ: შატილი, ანატორის აკლდამები, მუცო, ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი.
08:00 საუზმე;
09:00 ექსკურსია შატილის კოშკებში;
10:00 ანატორის აკლდამები;
10:30 მუცო
17:00 ფშავი – ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი.
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ფეხით სავალი მონაკვეთები: მუცოზე 1000 მეტრი.
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით ან Mistubishi Delica;
ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 1 ღამე;
ორჯერადი კვება ორივე დღეს;
ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;
მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;
ალკოჰოლური სასმელი
✅ ცალკეული ჯგუფებისათვის მოთხოვნის შესაბამისად ვქმნით თუშეთის ინდივიდუალურ პაკეტებს.
დამატებითი ინფორმაცია
• ჯიპ-ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს.
• სტანდარტულ ტურში ჯგუფის მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 12 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
• ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.
• კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი – ხევსურეთი – თბილისი 350 კმ.
საჭირო ეკიპირება
• მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
• წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
• წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
• მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
მცხეთა-მთიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მცხეთა-მთიანეთში — მცხეთა და ანანური ნახევარ დღეშიც ჯდება, ყაზბეგი კი ერთდღიანი ან ორდღიანი გასვლაა ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით სტეფანწმინდაში. ზამთარში გთავაზობთ გუდაურის პაკეტებს, ზაფხულში — ხევსურეთის ჯიპ-ტურებს; თარიღებს თქვენ გვეტყვით, დანარჩენს ჩვენ დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
რა ვნახოთ
- მცხეთა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
- გუდაური — საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
- თრუსო, ჯუთა და სნო — ხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.