national delicacy

სამ დღიანი ტური სვანეთში 17-18-19

  • ID: 60632
  • ნახვები: 1138
complogo
"ემსიემ" თრეველ
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/07/20
    დაბრუნება
    • 19/07/20
დამატებითი ინფორმაცია

სვანეთის 3 დღიანი ტური

ამჯერად თქვენი გზამკვლევი „MSM Travel“ ვიქნებით, ერთ ერთ ულამაზეს და მისტიურ კუთხე  სვანეთში
ეზიარეთ სვანურ უგემრიელეს კერძებს და დატკბით ბუმბერაზ მთებში ჩაფლული კოშკებით❕
ჩვენ ამ ტურს ვაქცევთ თქვენს დაუვიწყარ მოგონებად☺️

ტურის ღირებულება ➖220 ლარი (3 დღე / 2 ღამე)

ტურის აღწერა:


I დღე 17 ივლისი
შეკრების ადგილი - ველოსიპედის ძეგლთან/გასვლის დრო -05:00 სთ
 09:00 სთ ➖ენგურის წყალსაცავი- უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში მდებარეობს მდინარე ენგურზე შენდებოდა-1961-1978 წლებში -
აქ მივირთმევთ საუზმეს ( ბურგერი, წყალი, ყავა, ტკბილეული)
ჩასვლა მესტიაში -12:00 სთ
სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი(მესტია)- დაარსდა 1936 წელს აქ ნახავთ ეთნოკულტურული მემკვიდრეობა ხელოსნობის თითქმის ყველა დარგს, ნუმიზმატიკური კაბინეტი. IX-XVIII საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, IX-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნების, სასულიერო და საერო ხელნაწერების ექსპოზიცია.- 13:00-15:00
სასტუმროში დაბინავება და მოსვენება- 15:00-16:00
საბაგიროთი ასვლა ჰაწვალზე და ხედებით ტკბობა- 16:00-18:00
დაბრუნება სასტუმროში და ვახშამი -20:00-21:00

II დღე 18 ივლისი
საუზმე -08:00-09:00 სთ


გამგზავრება უშგულის მიმართულებით-უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა 2014 წლამდ - 09:30 სთ


სიყვარულის კოშკი(იფარი)


წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკელესია (ლაგურკა)-მდებარეობს სოელ კალაში და თარიღდება X საუკუნით ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შუა საუკუნეებში იგი წარმოადგენდა სამონასტრო კომპლექსს. ეკლესია 1112 წელს მეფის მხატვარ თევდორეს მიერ მოიხატა

უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი-აქ უცვლელი სახით არის წარმოდგენილი ძველი სვანური სახლის "მაჩუბის" ინტერიერი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანეთის მკაცრ კლიმატურ პირობებში არსებობისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი.

თამარის კოშკი-ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი, ე.წ „თამარის სამჭედლო“ სოფელ ჩაჟაშში მდებარეობს. იგი ჩაჟაშის საფორთიფიკაციო სისტემის ერთიან სტრუქტურაში შედიოდა თამარის ზედა ციხესთან ერთად და უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. ძეგლი X-XI საუკუნეებით თარიღდება.

ღვთიშობლის ტაძარი(ლამარია) -უშგულის ლამარია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა,იგი IX-X საუკუნეების ბაზილიკის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, სამწახნაგა, გარეთ გამოსული აფსიდით.
დაბრუნება მესტიაში- 16:00 სთ

მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი- ქართველი ალპინისტის, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის დამსახურებული ოსტატისა და კლდის ვეფხვად წოდებული, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მემორიალური სახლ-მუზეუმი ხერგიანის მშობლიურ სახლში 1985 წელს მოეწყო -16:00-17:00 სთ

მარგიანების სახლ-მუზეუმი-17:00-18:00 სთ
დაბრუნება სასტუმროში და ვახშამი-20:00-21:00 სთ

III დღე 19 ივლისი
საუზმე- 08:00-09:00 სთ
გავემგზავრებით ჭალადიდის მყინვარისკენ- 09:30 – 13:00 სთ
დადიანების სახლ მუზეუმი-16:00 სთ
დადიანების განახლებული ბოტანიკური ბაღი- 17:00 -18:00 სთ
სურვილის შესაბამისად ერთად ვახშამი რესტორანში(არ შედის ტურის ღირებულებაში)
დაბრუნება თბილისში -24:00 სთ

⚠️ტურის ღირებულებაში შედის:
✅ტრანსპორტირება კომფორტული სპრინტერით:
თბილისი-მესტია-თბილისი (20 ადგილიანი)
✅წასვლისას გზაში საუზმე
✅გადაადგილება მესტიაში
✅ტრანსპორტირება დელიკებით მესტია-უშგული-მესტია
✅ტრანსპორტირება ჭალადიდის მყინვარზე
✅საოჯახო კომფორტული სასტუმრო -2 ღამით (2 ჯერადი კვებით) სადაც დააგემოვნებთ უგემრიელეს სვანურ კერძებს.
✅ორი გამყოლი
✅ფოტოგადაღება
✅გათამაშება ( მომდევნო ერთდღიანი ტური)

⚠️ტურის ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების და საბაგიროს მოსაკრებელი- 25-30 ლარი ჯამში:
სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი(მესტია)
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
მარგიანების სახლ-მუზეუმი
დადიანების სახლ მუზეუმი

⚠️გაითვალისწინეთ:
✔️დავდივართ ჯგუფურად!
✔️ვემორჩილებით გამყოლებს!
✔️თან იქონიეთ მზისგან დამცავი საშუალება და ჩაიცვით მოხერხებულად!

 ტურის დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე
+995 555 940 400

ანგარიშწორების ბოლო ვადა 12 ივლისი!
გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 3 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, რათა ტური არ ჩაიშალოს!

#დაისვენე#გაერთე#გააჩუქეპოზიტივი 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე220.00
"ემსიემ" თრეველ
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/07/20
    დაბრუნება
    • 19/07/20