გომისმთის ტური - ივლისი. დარჩენილია ადგილი
ფოტო: M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ორი დღე ვისვენებთ და ვტკბებით ღრუბლიან გომისმთაზე საოცარი პანორამული ხედებით!
ასევე ამ რიცხვებშია შავ ზღვაში ბანაობის საერთაშორისო დღე!
__________________________________________
ლამაზი ზღაპარი, ღრუბლების ქარავანი, კარავი , კოცონი, ზღვა და ბევრი პოზიტივი
___________________________________________
ტურის გეგმა ასეთია
ტურის ხანგძლივობა: 2 დღე
შეხვედრის ადგილი:
07:00 - ველოსიპედის ძეგლი.
დღე პირველი :
მოვინახულებთ შემოქმედის მონასტერს , ავალთ გომის მთაზე და დავტკბებით ულამაზესი ხედებით, გავშლით ბანაკს მზის ჩასვლის ფონზე გადავიღებთ უამრავ ორიგინალურ ფოტობს , საღამოს რათქმაუნდა კოცონი , მწვადების შეწვა, მუსიკა, და გართობა.
დღე მეორე:
ვიღვიძებთ ადრე ვხვდებით მზის ამოსვლას, ცეცხლზე ვადუღებთ ყავას/ჩაის და მივირთმევთ, დაახლოებით 9 საათზე ვშლით ბანაკს და მივდივართ საჭყუმპალაოდ ქობულეთში, სადაც ვჩერდებით საღამოს 17:00 მდე. ვბრუნდებით კარგი შტაბეჭტილებებით.
დაბრუნების ადგილი:
23:00 სთვის - ვიქნებით ველოსიპედის ძეგლთან
___________________________________________
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით.
თუ თქვენ არ გაქვთ, მაშინ ჩვენ გვაქვს... საკარვე აღჭურვილობა ( კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები.)
> გიდის მომსახურება
> კარგი მუსიკები ( ყველას გემოვნებას გავითვალისწინებთ.
საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად, მაგრამ მივირთმევთ ყველანი ერთად!
___________________________________________
ფეხით გასავლელი მანძილი.? - 100 მეტრი მარტივი გზა.
როგორ ჩავიცვათ.? - თავისუფალი ჩაცმულობა
> რა წამოვიღოთ? საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, საცურაო კოსტუმი, მზისგან დამცავი საშუალება, წყალი, პირადი აფთიაქი.
ტურზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ!
მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად ან მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში
+ 444 viber/whats up
ეს უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად.!
ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს!
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში !
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
ტურზე არ მოგვყავს ცხოველები: კატა, ძაღლი, მარტორქა, ლომვეშაპა, ბავარიული კვიცი, ანტილოპაღლუ და სხვა.
ნაგავს არ ვყრით არც ტრანსპორტში და არც ბუნებაში!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას.
ვისაც სურვილი აქვს შეუძლია წამოიღოს სხვადასხვა გასართობი საშუალებები.
საკვებს მივირთმევთ ყველანი ერთად.
ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს ტურის მიმართულება.
ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს - წინამღდეგ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლოას თქვენზე.
მშვიდობიან დღეს გისურვებთ!
ლიემოციები #ახალიმეგობრები
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.