ორდღიანი ტური რაჭაში

ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; G.N. · CC BY-SA 3.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებარაჭა-ლეჩხუმი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60476

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

დატკბი ბუნების სილამაზით. გამოგვყევი რაჭაში!

ტურის ფარგლებში თქვენ ნახავთ
I დღე
ცხრაჯვარი (ფეხით გასავლელი მანძილი დახლოებით 10 კმ)
შაორის წყალსაცავი
ნიკორწმინდა
სიყვარულის ჩანჩქერი
ამბროლაური

II დღე
ბარაკონი
ონი, ონის სინაგოგა
უწერა (მჟავე წყლები)
შოვი
საყინულეს მღვიმე
ჭელიშის უდაბნო (მდინარე შარეულას სათავე)

ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლის მომსახურება
განთავსება საოჯახო ტიპის სატუმროში (2-3-4 ადგილიანი ნომრები)
კვება
კვების საკითხს ვაგვარებთ ინდივიდუალურად დღის განმავლობაში, საღამოს ვაწყობთ ერთობლივ სუფრას.

გასათვალისწინებელია!

მსოფლიოში შექმნილი რთული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ტური ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციიების დაცვის მიხედვით, რაც მოიცავს ტემპერატურის კონტროლს უშუალოდ ტურის დაწყების წინ, სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებას, დახურულ სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება!

???? არ ვყრით ნაგავს და ვუფრთხილდებით გარემოს!

სხვა დანარჩენ წვრილმან დეტალებს გაეცნობით ტურის დაწყების წინ.

შემოგვიერთდით, ერთად გავატაროთ შაბათ-კვირა მხიარულ მეგობრულ და ულამაზეს გარემოში....

შეკრების ადგილი: სააკაძის მოედანთან (საბურთალო, გეპეის VI კორპუსის წინ)

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება!
(რადგან ტური არ ჩაიშალოს)
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დარეკეთ: ტლ: ;

რაჭა-ლეჩხუმი — რა ტურებს გთავაზობთ

რაჭის ტური მოიცავს ტრანსპორტს თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდს, ღვინის დეგუსტაციას ხვანჭკარაში და ღამისთევას ამბროლაურში, ონში ან შოვში. მოგვწერეთ, რამდენი დღე გაქვთ, და მარშრუტს ჩვენ შევადგენთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: ხეობებში 24–28°, შოვსა და შაორზე 18–22°, ღამით გრილა. ამ დროს ყველა გზა ღიაა და ტბებზე ასვლაც იოლია.
მაისი და ოქტომბერი მშვიდი თვეებია; ოქტომბერში ხვანჭკარის ვენახებში რთველია და ტყე ყვითლდება.
ზამთარში რაჭა თოვლიანია, ნაკერალისა და მამისონის მიმართულებით გზები შეიძლება ჭირდეს; სოფლების უმეტესობა ამ დროს წყნარია, გესტჰაუსები კი ნაწილობრივ იკეტება.

რა ვნახოთ

  • ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი ქვის ჩუქურთმებითა და ფრესკებით, ამბროლაურიდან 15 კმ-ში
  • ხვანჭკარა — სოფელი და ღვინის ქარხნები, სადაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს აყენებენ
  • შაორის ტბა — წყალსაცავი ნაკერალის ქედზე, მთის ტყით გარშემორტყმული; ზაფხულში აქ ბანაკობენ
  • ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი ცხმორში, მდინარეების შესართავთან კლდეზე
  • შოვი — კურორტი 1600 მ-ზე, მინერალური წყაროები და ფიჭვნარი; იქვე გლოლა და მამისონის უღელტეხილის გზა
  • ონი — ძველი სინაგოგა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაჭის მთის მიმართულებით გასვლის წერტილი

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ამბროლაურამდე საჩხერე–ონის გზით დაახლოებით 225 კმ-ია (3,5–4 საათი), ქუთაისისა და ნაკერალის გავლით — 5 საათამდე. დიდუბიდან ონისკენ დილით მარშრუტკა გადის (დაახლოებით 4 საათი), ხოლო Vanilla Sky ნატახტრიდან ამბროლაურში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ყველაზე მოკლე გზა საჩხერე–ონის ახალი ტრასაა; ქუთაისიდან — ტყიბულისა და ნაკერალის უღელტეხილის გავლით, ლეჩხუმში (ცაგერი) — წყალტუბოს გავლით.
სად დავრჩეთ: ამბროლაურსა და ონში — სასტუმროები და გესტჰაუსები, შოვში — კურორტის სასტუმროები და კოტეჯები, სოფლებში — საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა საღამოსთვის, საწვიმარი, სალაშქრო ფეხსაცმელი ტბებისა და ჩანჩქერებისთვის.
კავშირი: ქალაქებსა და მთავარ გზაზე მობილური კარგად მუშაობს, ღრმა ხეობებში — ცუდად.

რაჭა-ლეჩხუმი: გზამკვლევი
რაჭა-ლეჩხუმი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება რაჭას?
ამბროლაური, ნიკორწმინდა, ხვანჭკარა და შაორი 2 დღეში ჯდება. შოვისა და ლეჩხუმის დასამატებლად 3–4 დღე სჯობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა?
თბილისიდან — საჩხერე–ონის გზით, ის ყველაზე მოკლეა. ქუთაისიდან ან დასავლეთიდან ჩამოსულისთვის მოხერხებულია ნაკერალის უღელტეხილი, რომელზეც შაორის ტბაც არის.
რა არის აუცილებლად გასასინჯი?
რაჭული ლობიანი, ლორი, ხვანჭკარა ღვინო და ლეჩხუმის უსახელოური. ბევრ გესტჰაუსში ამ ყველაფერს სახლში ამზადებენ.
შეიძლება თუ არა ზამთარში წასვლა?
ამბროლაურსა და ონში ზამთარშიც შეიძლება, მაგრამ შოვისა და მთის სოფლების გზაზე თოვლისა და ყინულის გამო სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს ბევრი გესტჰაუსი დაკეტილია, ამიტომ წინასწარ დარეკეთ.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: შოვის ტყე და მინერალური წყაროები, შაორის ტბის ნაპირი და ნიკორწმინდის ეზო ბავშვებისთვისაც იოლი გასასვლელია. ზაფხულში აქ არ არის ბარის სიცხე.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.