სვანეთის დღიანი ტური
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
????????????????????
მეგობრებო ჩვენთან სვანეთის დროა!????
გამოგვყევი, ვიწყებთ!????
ულამაზესი ზაფხული????
შეუდარებელ სვანეთში????
????გაატარე 3 გასაოცარი დღე ჩვენთან ერთად ????
????ჩვენთან არ მოიწყენ????????????
დაუვიწყარი ემოციები, ამაღელვებელი ხედები, გიჟური დღეები და სუპერ განწყობა გელოდებათ ყველაზე გამოცდილ გიდთან ერთად????
ჩვენ გთავაზობთ 3 დღიან პროგრამას ,შეუდარებელ სვანეთში ????????
ჩვენთან! მაღალი ხარისხსია დაბალ ფესებში ????
გთავაზობთ სვანეთის 3 დღიან ტურს????კეთილმოწყობილ საოჯახო სასტუმროში, კომფორტული ტრანსპორტით, სუპერ გიდთან ერთად ????????
ტურის პროგრამა:
დღე 1:
ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
ენგურის კაშხალი
მესტია
ჰაწვალი
ჰეშკილის ქოხები
ეთნოგრაფიული მუზეუმი
ღამის მესტია და ულამაზესი კოშკები
დღე 2:
სიყვარულის კოშკი
კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარი სოფელი ჩაჟაში
სოფელი უშგული
ლამარიას მონასტერი
ჯიპტური შხარაზე
მყინვარი შხარა
ენგურის სათავე
დღე 3:
ხერგიანების მუზეუმი
მესტიის საკათედრო ტაძარი
იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი
ზუგდიდის დადიანების სასახლე
საღამოს დაბრუნება თბილისში
ტრანსპორტირება მიკროავტობუსით,
საოჯახო სასტუმრო, პროფესიონალი გამყოლი, ფოტოგადაღება, სადეზინფექციო ხსნარი, პირბადეები.
საბაგიროების საფასური
ჯიპტური
კვება
გასათვალისწინებელი დეტალები:
მიგვაქვს კომფორტული ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.