შატილის ორდღიანი ტური
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თუ გსურს იხილო, იგემო, შეეხო, დატკბე ულამაზესი კუთხით, მაშინ ეს ტური არ უნდა გამოტოვო!
დატკბი ხევსურული სილამაზეებით!
ყოველთვის გამორჩეული, ყოველთვის ულამაზესი მხარე ხევსურეთი ♥
ადგილის დასაჯავშნად მოწერეთ პირად შეტყობინებაში :
/>
✅ ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
✅ საკარვე აღჭურვილობა (კარავი,პარალონი,საძილე ტომარა
✅ (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ღამისთევა საოჯახო სასტუმროში ემატება )
✅ გიდი
✅ კაი სახალისო ამბები
✅ კვება (სახლიდან მოგვაქვს ორი დღის საგზალი და ყველა ჯგუფის მონაწილე მივირთმევთ ერთად)
სანახავი ლოკაციები:
პირველი დღე:
> ჟინვალის წყალსაცავი
> კორშას ეთნოგრაფიული მუზეუმი- მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, შოთა არაბულის ფერწერული ტილოები.
> დათვისჯვრის უღელტეხილი - ზღვისდონიდან 2700 მეტრი. ადგილი საიდანაც იხედება ულამაზესი პანორამული ხედები
> ლებაისკარის ციხე-ლებაისკარი — შუა საუკუნეების ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუში.
> გუროს ნაწვეთარი
> შატილი ციხე-ქალაქი- ციხე-ქალაქი შატილი X-XI საუკუნეებში აუშენებიათ არღუნის მარცხენა ნაპირზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთი ესაზღვრება. კოშკები და კალოიანი სახლები ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა და საცხოვრებელიც.
მეორე დღე
> ანატორის აკლდამები- გადმოცემის თანახმად, გავრცელებულა ,,შავი ჭირი" , აქაურად „ჟამი“ მოსდებია სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორელები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში
> მუცო ციხე-ქალაქი
> ჩარგალი (ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი)
> დაბრუნება თბილისში
⛳შეკრების ადგილი:
???? ქ.თბილისი. რუსთაველის მეტრო. ველოსიპედის ძეგლი. დიდუბე ზედა ამოსასვლელი:
⌚ შეკრების დრო: 06:30
⌚ გასვლა დრო : 07:00
⌚ დაბრუნების სავარაუდო დრო 22:00 მდე
???? ფეხით გასავლელი მანძილი: 2-3 კმ
????ტურის სირთულე:
მარტივი
???? რეკომენდაციები თქვენი კომფორტისთვის:
???? მოსახერხებელი ???? ????????
???? მცირე ზომის ზურგჩანთა ????
???? სათადარიგო ???? ????????????????
???? საწვიმარი ????
???? სათვალე ????
???? პლედი
საბანკო რეკვიზიტები :-)
საქართველოს ბანკი:
მიმღები: სალომე ფოფხაძე
პ.ნ 52
ჩარიცხული თანხა 3 დღით ადრე უკან არ დაბრუნდება!
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! იჩქარეთ!
ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში
/>
მცხეთა-მთიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მცხეთა-მთიანეთში — მცხეთა და ანანური ნახევარ დღეშიც ჯდება, ყაზბეგი კი ერთდღიანი ან ორდღიანი გასვლაა ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით სტეფანწმინდაში. ზამთარში გთავაზობთ გუდაურის პაკეტებს, ზაფხულში — ხევსურეთის ჯიპ-ტურებს; თარიღებს თქვენ გვეტყვით, დანარჩენს ჩვენ დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
რა ვნახოთ
- მცხეთა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
- გუდაური — საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
- თრუსო, ჯუთა და სნო — ხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.