კახეთის ტური

ფოტო: Lasha ge · CC BY-SA 4.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათელავი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID60288

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის აღწერა:
შეკრების ადგილი - ველოსიპედის ძეგლთან/გასვლის დრო - 08:00
ალავერდის მონასტერი- 10:00 (რომელიც არის საკათედრო ტაძარი და მონასტერი დაარსებული VI საუკუნის შუა ხანებში იოსებ ალავერდელის მიერ)
იყალთოს მონასტერი- 12:00 (ქართული ხუროთმოძღვრების სახლი, მონატერი VI საუკუნეში დაარსდა ერთ ერთი ასურელი მამის ზენონის მიერ)
ქალაქი თელავი -13:00 კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ალაზნის ველზე. სადაც მოვინახულებთ:
ერეკლე II სასახლე (ბატონის ციხე) -14:30 (თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატია წარმოდგენილი)
დავათვალიერებთ თელავის უძველეს და რესტავრირებულ ჩოლოყაშვილის ქუჩას.
საღამოს პიკნიკი ბუნებაში (ან რესტორანში სუფრა)- 17:30

• ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით (20 ადგილიანი / ტურზე დასაშვებია 10 ადამიანი) ახალი რეგულაციების მიხედვით.
• ტურის გამყოლი.
• ფოტო გადაღება.
• დილით ყავა და ნამცხვარი.
• ერთჯერადი ჭურჭელი.
• დღის ბოლოს პიკნინკი ბუნებაში: მწვადი, შოთი, ლიმონათი.

შესაძლებელია საკვების ასორტის დამატება ან რესტორანში ვახშამი, რაც გამოიწვევს ტურის ღირებულების ცვლილებას.(მენიუს გაგაცნობთ წინასწარ)

• ალკოჰოლური სასმელი
• მუზეუმის მოსაკრებელი:
ერეკლე II სასახლე(ბატონის ციხე):
მუზეუმის დათვალიერება-5 ლ
გიდის მომსახურეობა-

სირთულე მარტივი
დავდივართ ჯგუფურად, ვემორჩილებით გამყოლს, არ ვაბინძურებთ გარემოს, არ ვაზიანებთ მიკრო ავტობუსის ინვენტარს!
წინააღმდეგ შემთხვევაში გამყოლი იხსნის პასუხისმგებლობას.
ჩაიცვით მოხერხებულად !

+ 400 ( Viber & WhatsApp)

თელავი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური თელავში ჩვეულებრივ მეზობელ მონასტრებსა და მარნებსაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია და ღამისთევა ქალაქში ან ვენახთან. მარშრუტს თქვენთვის სასურველ თარიღებზე შევადგენთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა რთველია და თელავის ბაზარი ყურძნითა და ჩურჩხელით არის სავსე.
ივლისი–აგვისტოში ცხელა, 32°-მდე; ექსკურსიები დილით და საღამოს დაგეგმეთ.
ზამთარში მშვიდია, მარნები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე თოვლი შეიძლება დახვდეთ.

რა ვნახოთ

  • ბატონის ციხე — ერეკლე II-ის სასახლე, ციხის გალავანი და მუზეუმი ქალაქის ცენტრში
  • თელავის ჭადარი — რამდენიმე საუკუნის ხე, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
  • ალავერდის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, 20 კმ-ში
  • იყალთოს აკადემია — ძველი სამონასტრო სკოლა, ქალაქიდან 10 კმ-ში
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი და პარკი, 10 კმ-ში
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი ყვარლის გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან გომბორის გზით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), საგარეჯო–გურჯაანის გავლით უფრო გრძელია, დაახლოებით 2,5 საათი. მარშრუტკები ორთაჭალისა და სამგორის სადგურებიდან გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: გომბორის უღელტეხილით (მოკლე, დაკლაკნილი) ან საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, სწორი).
სად დავრჩეთ: ცენტრში ბატონის ციხის ახლოს — სასტუმროები და გესტჰაუსები; ქალაქგარეთ — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: ზაფხულში მზის ქუდი; ალავერდისა და იყალთოსთვის ქალებს თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.

თელავი: გზამკვლევი
თელავი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე დავუთმო თელავს?
ქალაქს ნახევარი დღეც ეყოფა, მაგრამ ალავერდის, იყალთოს, წინანდლისა და გრემის დასამატებლად 2 დღე და ერთი ღამე სჯობს.
თელავი თუ სიღნაღი — სად ჯობს დარჩენა?
თელავი ცენტრშია და მონასტრებთან ახლოსაა, სიღნაღი უფრო პატარა და ფოტოგენურია. რამდენიმე დღით ჩასვლისას ორივეში თითო ღამე დარჩით.
სად შეიძლება ღვინის დაგემოვნება?
ქალაქშიც და გარშემოც ბევრი ოჯახური მარანი და დიდი ღვინის ქარხანაა; წინანდალსა და ნაფარეულში დეგუსტაცია წინასწარი ჯავშნით სჯობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.