თელავი - წინანდალი - გრემი - ნეკრესი - " მეღვინეობა ხარება " - " მეღვინეობა ქინძმარაული ' . . .
ფოტო: Lasha ge · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !
ბიზნეს კლასის ლეგენდარული MERCEDES - BENZ მარკის ლეგენდარული VIANO - ს მოდელის მიკროავტობუსით ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან კახეთში - ლეგენდარული ერეკლე მეორის სამშობლოში ! ამ დროს თქვენ ნახავთ :
1. ლეგენდარული ერეკლე მეორის განახლებულ მუზეუმს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს
2. 900 წლის ჭადარს, სადაც გადაღებულია ეპიზოდი კინოფილმიდან " მიმინო ".
3. განუმეორებელ ალავერდის მონასტერს !
4. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს !
5. გრემის სამონასტრო კომპლექსს !
6. ნეკრესის მონასტერს !
7. ილიას ტბას !
8. " მეღვინეობა ხარება " - კავკასიონის კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი ... ! გთავაზობთ მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი 80 საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან ქვევრებში დაყენებული ბრენდები "რქაწითელი ", "ქინძმარაული ", " მწვანე ", " თელიანი ველი ". . . !
9. დაათვალიერებთ ყვარელის " ქინძმარაულის " . ღვინის ქარხანას სადაც შესაძლებელია მიირთვათ ბრენდები " ქინძმარაული ", " საფერავი ", " ქისი ქვევრი " . . .
10. სურვილის შემთხვევაში ნახავთ საოჯახო მარანს და გაიშლება განუმეორებელი კახური სუფრა ხაშლამით !
11. რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა, ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია !
თელავი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური თელავში ჩვეულებრივ მეზობელ მონასტრებსა და მარნებსაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია და ღამისთევა ქალაქში ან ვენახთან. მარშრუტს თქვენთვის სასურველ თარიღებზე შევადგენთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა რთველია და თელავის ბაზარი ყურძნითა და ჩურჩხელით არის სავსე.
ივლისი–აგვისტოში ცხელა, 32°-მდე; ექსკურსიები დილით და საღამოს დაგეგმეთ.
ზამთარში მშვიდია, მარნები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე თოვლი შეიძლება დახვდეთ.
რა ვნახოთ
- ბატონის ციხე — ერეკლე II-ის სასახლე, ციხის გალავანი და მუზეუმი ქალაქის ცენტრში
- თელავის ჭადარი — რამდენიმე საუკუნის ხე, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
- ალავერდის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, 20 კმ-ში
- იყალთოს აკადემია — ძველი სამონასტრო სკოლა, ქალაქიდან 10 კმ-ში
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი და პარკი, 10 კმ-ში
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი ყვარლის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გომბორის გზით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), საგარეჯო–გურჯაანის გავლით უფრო გრძელია, დაახლოებით 2,5 საათი. მარშრუტკები ორთაჭალისა და სამგორის სადგურებიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: გომბორის უღელტეხილით (მოკლე, დაკლაკნილი) ან საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, სწორი).
სად დავრჩეთ: ცენტრში ბატონის ციხის ახლოს — სასტუმროები და გესტჰაუსები; ქალაქგარეთ — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: ზაფხულში მზის ქუდი; ალავერდისა და იყალთოსთვის ქალებს თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.