ტური კახეთში : თელავი - წინანდალი - გრემი - ნეკრესი - ილიას ტბა - ღვინის გვირაბი - კორპორაცია " ქინძმარაული "

ფოტო: Max Benidze · CC BY-SA 2.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათელავი, ყვარელი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID59741

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !

ბიზნეს კლასის ლეგენდარული MERCEDES - BENZ მარკის ლეგენდარული VIANO - ს მოდელის მიკროავტობუსით ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან კახეთში - ლეგენდარული ერეკლე მეორის სამშობლოში ! ამ დროს თქვენ ნახავთ :

1. ლეგენდარული ერეკლე მეორის განახლებულ მუზეუმს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს

2. 900 წლის ჭადარს, სადაც გადაღებულია ეპიზოდი კინოფილმიდან " მიმინო ".

3. განუმეორებელ ალავერდის მონასტერს !

4. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს !

5. გრემის სამონასტრო კომპლექსს !

6. ნეკრესის მონასტერს !

7. ილიას ტბას !

8. " მეღვინეობა ხარება " - კავკასიონის კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი ... ! გთავაზობთ მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი 80 საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან ქვევრებში დაყენებული ბრენდები "რქაწითელი ", "ქინძმარაული ", " მწვანე ", " თელიანი ველი ". . . !

9. დაათვალიერებთ ყვარელის " ქინძმარაულის " . ღვინის ქარხანას სადაც შესაძლებელია მიირთვათ ბრენდები " ქინძმარაული ", " საფერავი ", " ქისი ქვევრი " . . .

10. სურვილის შემთხვევაში ნახავთ საოჯახო მარანს და გაიშლება განუმეორებელი კახური სუფრა ხაშლამით !

11. რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა, ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია !

თელავი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური თელავში ჩვეულებრივ მეზობელ მონასტრებსა და მარნებსაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია და ღამისთევა ქალაქში ან ვენახთან. მარშრუტს თქვენთვის სასურველ თარიღებზე შევადგენთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა რთველია და თელავის ბაზარი ყურძნითა და ჩურჩხელით არის სავსე.
ივლისი–აგვისტოში ცხელა, 32°-მდე; ექსკურსიები დილით და საღამოს დაგეგმეთ.
ზამთარში მშვიდია, მარნები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე თოვლი შეიძლება დახვდეთ.

რა ვნახოთ

  • ბატონის ციხე — ერეკლე II-ის სასახლე, ციხის გალავანი და მუზეუმი ქალაქის ცენტრში
  • თელავის ჭადარი — რამდენიმე საუკუნის ხე, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
  • ალავერდის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, 20 კმ-ში
  • იყალთოს აკადემია — ძველი სამონასტრო სკოლა, ქალაქიდან 10 კმ-ში
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი და პარკი, 10 კმ-ში
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი ყვარლის გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან გომბორის გზით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), საგარეჯო–გურჯაანის გავლით უფრო გრძელია, დაახლოებით 2,5 საათი. მარშრუტკები ორთაჭალისა და სამგორის სადგურებიდან გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: გომბორის უღელტეხილით (მოკლე, დაკლაკნილი) ან საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, სწორი).
სად დავრჩეთ: ცენტრში ბატონის ციხის ახლოს — სასტუმროები და გესტჰაუსები; ქალაქგარეთ — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: ზაფხულში მზის ქუდი; ალავერდისა და იყალთოსთვის ქალებს თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.

თელავი: გზამკვლევი
თელავი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე დავუთმო თელავს?
ქალაქს ნახევარი დღეც ეყოფა, მაგრამ ალავერდის, იყალთოს, წინანდლისა და გრემის დასამატებლად 2 დღე და ერთი ღამე სჯობს.
თელავი თუ სიღნაღი — სად ჯობს დარჩენა?
თელავი ცენტრშია და მონასტრებთან ახლოსაა, სიღნაღი უფრო პატარა და ფოტოგენურია. რამდენიმე დღით ჩასვლისას ორივეში თითო ღამე დარჩით.
სად შეიძლება ღვინის დაგემოვნება?
ქალაქშიც და გარშემოც ბევრი ოჯახური მარანი და დიდი ღვინის ქარხანაა; წინანდალსა და ნაფარეულში დეგუსტაცია წინასწარი ჯავშნით სჯობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.