ჯგუფური ტური საქართველოში
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
აეროპორტში დახვედრა / გაცილება
ყველა ექსკურსია
განთავსება 7 ღამე 3 ვასკვლავიან სასტუმროში საუზმით
2 ვახშამი ბაკურიანში და ქუთაისში
მუზეუმების ბილეთები
გიდის მომსახურება
ღვინის დაგემოვნება კახეთში
ხანგძლიობა: 8 დღე / 7 ღამემარშრუტი:
1 დღე - დახვედრა:
დახვედრა აეროპორტში და განთავსება სასტუმროში;
2 დღე - ძველი თბილისის საფეხმავლო ტური:
ვიწყებთ ექსკურსიას აბანოთუბნიდან, ვსტუმრობთ ცნობილ გოგირდის აბანოებს და სუვენირების მაღაზიებს. მოვინახულებთ ნარიყალას ციხეს, მეტეხის ეკლესიას და სილამაზის ხიდს, სიონს, ანჩისხატს. გასეირნება შარდენის ქუჩაზე და ექსკურსია ხელოვნების მუზეუმში.
3 დღე - დავით გარეჯი, კახეთი - ღვინის სამშობლო:
ვსტუმობთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს,. ერთი მხრიდან გადავყურებთ ს მშვენიერ პეიზაჟს და მეორე მხრიდან კი აზერბაიჯანს. ვსტუმრობთ ლავრასა და უდაბნოს მონასტრებს. ვაგრძელებთ მარშუტს განახხლებულ ქალაქ სიღნაღსა და ბოდბის მონასტერში. მივდივართ თელავში, ჭავჭავაძის მუზეუმში წინანდალში და ღვინის მარანში,. შემდეგ ვბრუნდებით თბილისში გომბორით.
4 დღე - ყაზბეგი, კავკასიონის ქედი:
ვსტუმრობთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჩავდივართ სტეფანწმინდაში, ფეხით ავდივარათ გერგეთზე, სადაც მთიდან იშლება მშვენიერი ხედი მყინვარწვერზე. დაბრუნება თბილისში.
5 დღე - მცხეთა და გორი:
ისტორიული და არქიტექტორული კომპლექსი ჯვარი, სვეტიცხოვლის ტაძარი, სამთავროს მონასტერი. ვაგრძელებთ სტუმრობას უფლისციხეში და სტალინის სახლ-მუზეუმში. განთავსება ბაკურიანში.
6 დღე - ბორჯომი - ვარძია, სამცხე ჯავახეთი:
ბორჯომის კურორტი: ვაგემოვნებთ ბორჯომის მინერალურ წყალს და ვსეირნობთ პარკში. ხერთვისის ციხესიმაგრის გავლით მივდივართ ვარძიაში - 13 სართულიანი კლდეში ნაკვეთი ქალაქი. განთავსება ქუთაისში.
7 დღე - ქუთაისი, სათაფლია, იმერეთის მხარე:
ძველი ქალაქის დათვალიერება, სტუმრობა ბაგრატის ტაძარზე, ისტორიული და არქიტექტურული კომპლექსი გელათი და მოწამეთას მონასტერი. ვაგრძელებთ სათაფლიის მღვიმის დათვალიერეაბას თავისი სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით. მივდივართ თბილისში.
ტრანსფერი აეროპორტში და სტუმრების გაცილება.
დამატებები:
დამატებითი ღამე სასტუმროში: 60 აშშ დოლარი / ოთახი
გასეირნება კუს ტბაზე - მთაწმინდის პარკი 1 კაცი: 18 აშშ დოლარი
ველოტური ბოტანიკურ ბაღში 1 კაცი : 32 აშშ დოლარი
- See more at
თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ
თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
რა ვნახოთ
- ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.