ღვინის ტური კახეთში : თელავი - წინანდალი - გრემი - ნეკრესი - ილიას ტბა - ღვინის გვირაბი - უნიკალური ქინძმარაული და მუკუზანი . . .

ფოტო: Phyrexian · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათელავი, ყვარელი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID59238

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !

გვპარავენ ტექსტებს და ფოტოებს, მაგრამ ვერასოდეს დაადგენენ იმ საიდუმლოს, რითაც ჩვენი კომპანიის მძღოლები და გიდები აკვირვებენ უცხოელებს ნანახით. ! თბილისიდან ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან აქამდე არნახულ ღვინის ტურს კახეთში, რა დროსაც თქვენ ნახავთ :

1. წინანდალში ესტუმრებით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, სადაც ნახავთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჩამოსხმული ღვინის საცავს და შესაძლებელია მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი ყურძნის საუკეთესო ჯიშებისაგან ქვევრებში დაყენებული საუკეთესო ღვინოები !

2. ყვარელში ესტუმრებით ქინძმარაულის ღვინის ქარხანას, სადაც შესაძლებელია მიირთვათ ქართულ ქვევრებში დაყენებული ქინძმარაულის, მუკუზანის და სხვა ალაზნის ველზე მოყვანილი უნიკალური ჯიშის ყურძნისგან დაყენებული სამკურნალო და სიცოცხლის გამახანგრძივებელი ღვინოები !

3. " მეღვინეობა ხარება " - კავკასიონის კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი ! ამ შემთხვევაში შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ საქართველოში მოყვანილი ყურძნის საუკეთესო ჯიშებისაგან ქვევრებში დაყენებული ღვინო - " ალაზნის ველი ", " ქინძმარაული ", . " მანავის მწვანე " და არნახული ბრენდი " ახალგაზრდა გოგონა " . . .

4. გრემის სამონასტრო კომპლექსს.

5. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს

6. ილიას ტბას

7. , თელავში ნახავთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ერეკლე მეორის განახლებულ სახლმუზეუმს, აგრეთვე

8. 900 წლის ჭადარს !

9. ნახავთ აეროპორტ " მიმინო " - ს , სადაც გადაღებულია ფილმი და

10. 900 წლის ჭადარს, სადაც ავტოინსპექტორმა " მიმინოს " ჩამოართვა ავტომანქანა და მართვის მოწმობა !

11. საოჯახო მარანში :

ა) ქვევრებიდან თიხის ფიალებით მიირთვათ ბრენდი " რქაწითელი " . . . , ბრენდი " ქინძმარაული " / ეს ბრენდი მიიღება სპეციალურ ჭურჭელში /.

ბ) შესაძლებელია დაესწროთ " ჭაჭის " გამოხდას !

გ) თონეში თავად დააკრათ და გამოაცხოთ კახური შოთი პური,

დ) თავად შევწვათ მწვადები შამფურზე და ბოლოს

ე) თქვენი ხელით მომზადებული ყველაფერი ნატურალური მიირთვათ კახურ ხაშლამასთან ერთად !

თელავი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური თელავში ჩვეულებრივ მეზობელ მონასტრებსა და მარნებსაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია და ღამისთევა ქალაქში ან ვენახთან. მარშრუტს თქვენთვის სასურველ თარიღებზე შევადგენთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა რთველია და თელავის ბაზარი ყურძნითა და ჩურჩხელით არის სავსე.
ივლისი–აგვისტოში ცხელა, 32°-მდე; ექსკურსიები დილით და საღამოს დაგეგმეთ.
ზამთარში მშვიდია, მარნები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე თოვლი შეიძლება დახვდეთ.

რა ვნახოთ

  • ბატონის ციხე — ერეკლე II-ის სასახლე, ციხის გალავანი და მუზეუმი ქალაქის ცენტრში
  • თელავის ჭადარი — რამდენიმე საუკუნის ხე, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
  • ალავერდის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, 20 კმ-ში
  • იყალთოს აკადემია — ძველი სამონასტრო სკოლა, ქალაქიდან 10 კმ-ში
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი და პარკი, 10 კმ-ში
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი ყვარლის გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან გომბორის გზით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), საგარეჯო–გურჯაანის გავლით უფრო გრძელია, დაახლოებით 2,5 საათი. მარშრუტკები ორთაჭალისა და სამგორის სადგურებიდან გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: გომბორის უღელტეხილით (მოკლე, დაკლაკნილი) ან საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, სწორი).
სად დავრჩეთ: ცენტრში ბატონის ციხის ახლოს — სასტუმროები და გესტჰაუსები; ქალაქგარეთ — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: ზაფხულში მზის ქუდი; ალავერდისა და იყალთოსთვის ქალებს თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.

თელავი: გზამკვლევი
თელავი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე დავუთმო თელავს?
ქალაქს ნახევარი დღეც ეყოფა, მაგრამ ალავერდის, იყალთოს, წინანდლისა და გრემის დასამატებლად 2 დღე და ერთი ღამე სჯობს.
თელავი თუ სიღნაღი — სად ჯობს დარჩენა?
თელავი ცენტრშია და მონასტრებთან ახლოსაა, სიღნაღი უფრო პატარა და ფოტოგენურია. რამდენიმე დღით ჩასვლისას ორივეში თითო ღამე დარჩით.
სად შეიძლება ღვინის დაგემოვნება?
ქალაქშიც და გარშემოც ბევრი ოჯახური მარანი და დიდი ღვინის ქარხანაა; წინანდალსა და ნაფარეულში დეგუსტაცია წინასწარი ჯავშნით სჯობს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.