როდესაც თიხის ჭურჭელი დალუქულია – რა ხდება ქვევრში, ესაა საიდუმლო, რომელიც ღმერთსა და თიხას შორის რჩება“. . . მამაპაპურ ქართულ ქვევრებში ღვინის დაყენება წლისაა , კახეთი ღვინის სამშობლოა !
ფოტო: Phyrexian · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Lasha ge · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ ტურებს თბილისიდან კახეთში - თელავი, წინანდალი, გრემი, ნეკრესი, * ღვინის გვირაბი * და ქარხანა " ქინძმარაული ", რა დროსაც რუსულენოვანი ტურისტებისთვის გიდის მომსახურება უფასოა !
1. თელავში ნახავთ : ერეკლე მეორის განახლებულ მუზეუმს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს .
2. წინანდალში ნახავთ : ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს.
3. ნახავთ კახეთის დედექალაქს მე - 18 საუკუნემდე და გრემის სამონასტრო კომპლექსს.
4. გრემის სამონასტრო კომპლექსს.
5. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს.
6. ილიას ტბა.
7. ყვარელში ნახავთ " მეღვინეობა ხარება " - კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი ! . აქ შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ " რქაწითელი ", " საფერავი ", " მანავის მწვანე " , " ჩინური ",
8. კორპორაცია " ქინძმარაული " - ამ ღვინის ქარხანაში გაგაცნობთ ქღვინის დაყენების ტექნოლოგიას კახურად, რომელიც 8 000 წლისაა ! აქვე ნახავთ მამაპაპურ ქვევრებში დაყენებულ ღვინოებს და დაესწრებით ბოთლებში ჩამოსხმას. აქვე შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ უნიკალური " ქინძმარაული ", " საფერავი ", "რქაწითელი ", " მუკუზანი ", " ალექსანდროული ", " ქისი ქვევრი " . . .
9. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ქეიფი საოჯახო მარანში ქვევრების პირას ფიალით ან ღვინის ქარხანა * ქინძმარაულში *
10. რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა
ტური იწყება თბილისიდან 08 საათზე და დამთავრდება თბილისში 23 საათზე !
თელავი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური თელავში ჩვეულებრივ მეზობელ მონასტრებსა და მარნებსაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია და ღამისთევა ქალაქში ან ვენახთან. მარშრუტს თქვენთვის სასურველ თარიღებზე შევადგენთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა რთველია და თელავის ბაზარი ყურძნითა და ჩურჩხელით არის სავსე.
ივლისი–აგვისტოში ცხელა, 32°-მდე; ექსკურსიები დილით და საღამოს დაგეგმეთ.
ზამთარში მშვიდია, მარნები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე თოვლი შეიძლება დახვდეთ.
რა ვნახოთ
- ბატონის ციხე — ერეკლე II-ის სასახლე, ციხის გალავანი და მუზეუმი ქალაქის ცენტრში
- თელავის ჭადარი — რამდენიმე საუკუნის ხე, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
- ალავერდის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, 20 კმ-ში
- იყალთოს აკადემია — ძველი სამონასტრო სკოლა, ქალაქიდან 10 კმ-ში
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი და პარკი, 10 კმ-ში
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი ყვარლის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გომბორის გზით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), საგარეჯო–გურჯაანის გავლით უფრო გრძელია, დაახლოებით 2,5 საათი. მარშრუტკები ორთაჭალისა და სამგორის სადგურებიდან გადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: გომბორის უღელტეხილით (მოკლე, დაკლაკნილი) ან საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, სწორი).
სად დავრჩეთ: ცენტრში ბატონის ციხის ახლოს — სასტუმროები და გესტჰაუსები; ქალაქგარეთ — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: ზაფხულში მზის ქუდი; ალავერდისა და იყალთოსთვის ქალებს თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგად მუშაობს.