თელავი - ყვარელი : ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო , ეს თქვენ გაგიმარჯოთ ძმანო კახელებო !
ფოტო: Lasha ge · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო, თქვენ გაგიმარჯოთ ძმანო კახელებო !
გთავაზობთ ზემძლავრ ტურებს თბილისიდან კახეთში - თელავი, წინანდალი, გრემი, ნეკრესი, ილიას ტბა, * ღვინის გვირაბი * და ქარხანა " ქინძმარაული ".
1. თელავში ნახავთ : ერეკლე მეორის განახლებულ მუზეუმს და ეთნოგრაფიულ მუზეუმს .
2. წინანდალში ნახავთ : ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს.
3. ნახავთ კახეთის დედექალაქს მე - 18 საუკუნემდე და გრემის სამონასტრო კომპლექსს.
4. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს.
5. ილიას ტბას .
6. ყვარელში ნახავთ " მეღვინეობა ხარება " - კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი ! . აქ შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ " რქაწითელი ", " საფერავი ", " მანავის მწვანე " , " ჩინური ",
7. კორპორაცია " ქინძმარაული " - ამ ღვინის ქარხანაში გაგაცნობთ ქღვინის დაყენების ტექნოლოგიას კახურად, რომელიც 8 000 წლისაა ! აქვე ნახავთ მამაპაპურ ქვევრებში დაყენებულ ღვინოებს და დაესწრებით ბოთლებში ჩამოსხმას. აქვე შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ უნიკალური " ქინძმარაული ", " საფერავი ", "რქაწითელი ", " მუკუზანი ", " ალექსანდროული ", " ქისი ქვევრი " . . .
8. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ქეიფი საოჯახო მარანში ქვევრების პირას ფიალით ან ღვინის ქარხანა * ქინძმარაულში *
9. რუსულენოვანი ტურისტებისათვის გიდის მომსახურება უფასოა !
ტური იწყება თბილისიდან 08 საათზე და დამთავრდება თბილისში 23 საათზე !
ყვარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყვარელში — ტრანსპორტი თბილისიდან, დეგუსტაცია გვირაბსა და მარნებში, გრემი და ნეკრესი, საჭიროებისამებრ ღამისთევა ტბასთან. ერთდღიან ან ორდღიან პროგრამას თქვენს თარიღებზე შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 22–27°, ხოლო შემოდგომაზე რთველი და ახალი ღვინო.
ივლისი–აგვისტოში ველზე ცხელა, მაგრამ მთის ძირში, ტბასთან, საღამოობით გრილა.
ზამთარში მშვიდია; გვირაბსა და მარნებს სიცივე არ ეხება, დეგუსტაცია მთელი წელი შეიძლება.
რა ვნახოთ
- ღვინის გვირაბი — მთაში გაჭრილი გრძელი გვირაბი, სადაც ღვინო ინახება და დეგუსტაციას აწყობენ
- ილიას ტბა — ხელოვნური ტბა ტყით დაფარული მთის ძირში, გასასეირნებელი ბილიკით
- ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი — მწერლის საოჯახო მამული და მუზეუმი ცენტრში
- ქინძმარაულის მარნები — ადგილობრივი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინის დეგუსტაცია
- ნეკრესის მონასტერი — ძველი სამონასტრო კომპლექსი მთის კალთაზე, ველის ხედით
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი თელავის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გომბორის გავლით დაახლოებით 120 კმ-ია, 2–2,5 საათი. მარშრუტკა ორთაჭალის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან გომბორის უღელტეხილით და შემდეგ ალაზნის ველით, ან საგარეჯო–გურჯაანის გზით.
სად დავრჩეთ: ილიას ტბასთან — დიდი სასტუმროები; ქალაქში — გესტჰაუსები და მარნები ნომრებით.
რა წავიღოთ: გვირაბისთვის თხელი ქურთუკი, შიგნით მუდმივად გრილა; ნეკრესისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ინტერნეტი ქალაქში კარგია.