ტოკიო და კიოტოსდღიანი საგზური !

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მიმართულებატოკიო
სეზონიმარტი, აპრილი, ოქტომბერი, ნოემბერი
ფრენა14 სთ
ვიზასაჭიროა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID59098

ტურის შესახებ

იაპონია – ეს ძველი ტრადიციების, სიწმინდეებისა და ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების საოცარი მიქსია. ქვეყანა, რომელიც უსაზღვროდ სცემს პატივს საკუთარ წარსულს და გააჩნია უნიკალური ბუნებრივი საოცრებები და შემოქმედებითი მემკვიდრეობა ????

► ტოკიო და კიოტოს 8 დღიანი საგზური !

სასტუმრო ტოკიოში 4 ღამე
Ⓗ APA Hotel Kodemmacho-Ekimae 3*
➦

სასტუმრო კიოტოში 3 ღამე
Ⓗ APA Villa Hotel Kyoto-Ekimae 3*
➦
————————————

✓ ავიაბილეთები (თბილისიდან ფრენით)
✓ სასტუმროში განთავსება
✓ საუზმე
✓ სამოგზაურო დაზღვევა
✓ სავიზო მომსახურება

✖ შიდა გადაადგილება
______________________
გაითვალისწინეთ!
✔ ფასები ცვალებადია (დაჯავშნამდე გთხოვთ გადაამოწმოთ);
✔ დაისვენე განვადებით (მომსახურება ადგილზე, ჩვენს ოფისში).
______________________

() ;

()

ტოკიო — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ტოკიოში მოიცავს ფრენას, სასტუმროს, აეროპორტის ტრანსფერსა და დაზღვევას, ვიზის საბუთების მომზადებაში დაგეხმარებით; სურვილისამებრ ჩავამატებთ კიოტოს, ოსაკასა და ფუძის მიდამოებს. პროგრამას თქვენს თარიღებსა და ტემპზე ავაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მარტის ბოლო–აპრილის დასაწყისი, როცა საკურა ყვავის (15–20°), და ოქტომბერი–ნოემბერი — მშრალი, თბილი ამინდი და ფოთოლცვენა.
ივნისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე წვიმების სეზონია, მერე 32–35°-იანი ტენიანი სიცხე იწყება; აგვისტო–სექტემბერში ტაიფუნები იცის.
ზამთარი მშრალი და მზიანია, 5–10°; ცა ხშირად სუფთაა და ფუძი ქალაქიდანაც ჩანს.

რა ვნახოთ

  • სენსო-ძი — ასაკუსას ძველი ბუდისტური ტაძარი სუვენირების ქუჩით ნაკამისე
  • მეიძი-ძინგუ — სინტოისტური სალოცავი ტყეში, ჰარაძუკუს გვერდით
  • შიბუიას გზაჯვარედინი — ყველაზე ცნობილი გადასასვლელი; ზემოდან შიბუია სკაიდან კარგად ჩანს
  • სინჯუკუ — ღამის ქალაქი, გოლდენ-გაის პაწაწინა ბარები და მერიის უფასო სადამკვირვებლო მოედანი
  • ტოკიო სკაიტრი — 634-მეტრიანი ანძა, მოწმენდილ ამინდში ფუძიც ჩანს
  • ცუკიძის გარე ბაზარი — დილის სუში და ზღვის პროდუქტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან პირდაპირი რეისი არ არის: ჩვეულებრივ სტამბოლის, დოჰას ან დუბაის გავლით მიფრინავენ. ჰანედას აეროპორტი ცენტრიდან 15–20 კმ-შია (მონორელსით ან მატარებლით 30 წუთამდე), ნარიტა — 60 კმ-ზე მეტი (Narita Express-ით ან Skyliner-ით 40–60 წუთი).

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საჭიროა — საბუთები იაპონიის საელჩოში, თბილისში შეგაქვთ; განაცხადი მოგზაურობამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიტანეთ.
ვალუტა: იაპონური იენი. ბარათს უმეტეს ადგილას იღებენ, მაგრამ პატარა რესტორნებსა და სალოცავებში ნაღდი სჯობს. ჩაის ფულს არ ტოვებენ.
ენა: იაპონური; ინგლისური წარწერები მეტროში და სადგურებზეა, ქუჩაში ინგლისურად ცოტა ლაპარაკობს.
გადაადგილება: მეტრო და JR-ის ხაზები; ყველაზე მოსახერხებელია Suica ან PASMO ბარათი, რომლითაც კონბინიებშიც გადაიხდით.
დრო: თბილისზე 5 საათით წინ.

ტოკიო: გზამკვლევი
ტოკიო

ხშირი კითხვები

სჭირდება თუ არა საქართველოს მოქალაქეს ვიზა იაპონიაში?
დიახ. საბუთები თბილისში, იაპონიის საელჩოში შეგაქვთ; ჩვეულებრივ სჭირდება მარშრუტი, ჯავშნები და ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთები.
როდის ყვავის საკურა?
ტოკიოში ჩვეულებრივ მარტის ბოლოდან აპრილის პირველ კვირამდე; ზუსტი თარიღი წლიდან წლამდე იცვლება, ამიტომ ამ დროს სასტუმრო ადრე დაჯავშნეთ.
რამდენი დღე სჭირდება ტოკიოს?
4–5 დღე, ერთი დღით კამაკურაში ან ნიკოში. პირველი მოგზაურობისას ტოკიოს ხშირად კიოტოს უკავშირებენ — შინკანსენით 2 საათზე ცოტა მეტია.
ღირს თუ არა JR Pass-ის ყიდვა?
მხოლოდ ტოკიოში ყოფნისას — არა, Suica ბარათი სრულიად საკმარისია. პასი მაშინ ამართლებს, როცა ერთ კვირაში რამდენიმე შორ მანძილზე მიდიხართ შინკანსენით.
ბავშვებთან ერთად სად წავიდე?
ტოკიოს დისნეილენდი და დისნეი-სი, ღიბლის მუზეუმი მიტაკაში (ბილეთი წინასწარ იყიდება) და teamLab-ის ციფრული გამოფენები.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.