ფოტო: David Kernan · CC BY 4.0
იაპონია
ტოკიო: ტურები, ფასები და რჩევები
ნეონით განათებული შიბუია და სინჯუკუ, მშვიდი სალოცავები ცათამბჯენებს შორის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო. თბილისიდან ერთი გადაჯდომით გზაში დაახლოებით 14 საათი გადის.
- ვიზასაჭიროა
- ფრენა14 სთ
- ვალუტაJPY
- სეზონიმარ, აპრ, ოქტ, ნოე
- დროის სხვაობა+5 სთ
ტოკიო
მოქმედი შეთავაზებები
მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის
მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე
როდის წავიდეთ
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა მარტის ბოლო–აპრილის დასაწყისი, როცა საკურა ყვავის (15–20°), და ოქტომბერი–ნოემბერი — მშრალი, თბილი ამინდი და ფოთოლცვენა.
ივნისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე წვიმების სეზონია, მერე 32–35°-იანი ტენიანი სიცხე იწყება; აგვისტო–სექტემბერში ტაიფუნები იცის.
ზამთარი მშრალი და მზიანია, 5–10°; ცა ხშირად სუფთაა და ფუძი ქალაქიდანაც ჩანს.

პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საჭიროა — საბუთები იაპონიის საელჩოში, თბილისში შეგაქვთ; განაცხადი მოგზაურობამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიტანეთ.
ვალუტა: იაპონური იენი. ბარათს უმეტეს ადგილას იღებენ, მაგრამ პატარა რესტორნებსა და სალოცავებში ნაღდი სჯობს. ჩაის ფულს არ ტოვებენ.
ენა: იაპონური; ინგლისური წარწერები მეტროში და სადგურებზეა, ქუჩაში ინგლისურად ცოტა ლაპარაკობს.
გადაადგილება: მეტრო და JR-ის ხაზები; ყველაზე მოსახერხებელია Suica ან PASMO ბარათი, რომლითაც კონბინიებშიც გადაიხდით.
დრო: თბილისზე 5 საათით წინ.

როგორ მივიდეთ
თბილისიდან პირდაპირი რეისი არ არის: ჩვეულებრივ სტამბოლის, დოჰას ან დუბაის გავლით მიფრინავენ. ჰანედას აეროპორტი ცენტრიდან 15–20 კმ-შია (მონორელსით ან მატარებლით 30 წუთამდე), ნარიტა — 60 კმ-ზე მეტი (Narita Express-ით ან Skyliner-ით 40–60 წუთი).
რა ვნახოთ
- 1სენსო-ძიასაკუსას ძველი ბუდისტური ტაძარი სუვენირების ქუჩით ნაკამისე
- 2მეიძი-ძინგუსინტოისტური სალოცავი ტყეში, ჰარაძუკუს გვერდით
- 3შიბუიას გზაჯვარედინიყველაზე ცნობილი გადასასვლელი; ზემოდან შიბუია სკაიდან კარგად ჩანს
- 4სინჯუკუღამის ქალაქი, გოლდენ-გაის პაწაწინა ბარები და მერიის უფასო სადამკვირვებლო მოედანი
- 5ტოკიო სკაიტრი634-მეტრიანი ანძა, მოწმენდილ ამინდში ფუძიც ჩანს
- 6ცუკიძის გარე ბაზარიდილის სუში და ზღვის პროდუქტები
- 7უენოს პარკიმუზეუმები, ზოოპარკი და გაზაფხულზე საკურას ყველაზე პოპულარული ადგილი
ტოკიო
ხშირი კითხვები
სჭირდება თუ არა საქართველოს მოქალაქეს ვიზა იაპონიაში?
დიახ. საბუთები თბილისში, იაპონიის საელჩოში შეგაქვთ; ჩვეულებრივ სჭირდება მარშრუტი, ჯავშნები და ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთები.
როდის ყვავის საკურა?
ტოკიოში ჩვეულებრივ მარტის ბოლოდან აპრილის პირველ კვირამდე; ზუსტი თარიღი წლიდან წლამდე იცვლება, ამიტომ ამ დროს სასტუმრო ადრე დაჯავშნეთ.
რამდენი დღე სჭირდება ტოკიოს?
4–5 დღე, ერთი დღით კამაკურაში ან ნიკოში. პირველი მოგზაურობისას ტოკიოს ხშირად კიოტოს უკავშირებენ — შინკანსენით 2 საათზე ცოტა მეტია.
ღირს თუ არა JR Pass-ის ყიდვა?
მხოლოდ ტოკიოში ყოფნისას — არა, Suica ბარათი სრულიად საკმარისია. პასი მაშინ ამართლებს, როცა ერთ კვირაში რამდენიმე შორ მანძილზე მიდიხართ შინკანსენით.
ბავშვებთან ერთად სად წავიდე?
ტოკიოს დისნეილენდი და დისნეი-სი, ღიბლის მუზეუმი მიტაკაში (ბილეთი წინასწარ იყიდება) და teamLab-ის ციფრული გამოფენები.