ლამპრობა სვანეთში
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ეს ის დღეებია, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში ლამპრობის დღესასწაული აღინიშნება
,,ლამპრობის დღესასწაულის აღნიშვნას რამოდენიმე ვარიანტს უკავშირებენ. ერთ-ერთი მიზანი ამ დღესასწაულის აღნიშვნის იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ხოლო მეორე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ლამპრობა სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ თუ ვის რამდენი მებრძოლის გამოყვანა შეეძლოთ საჭიროების შემთხვევაში. ლამპრებს სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან ამზადებდნენ და ანთებდნენ.
ტურის დეტალები:
ტურის საფასური
I დღე: გასვლა თბილისიდან ღამის 12 სთზე
დილით დავბინავდებით საოჯახო ტიპის სასუმროში დავისვენებთ.
ჰაწვალზე ასვლა... საიდანაც დავტკბებით ულამაზესი ხედებით სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისრიალოთ.
საღამოს აღვნიშნავთ ლამპრობის დღესასწაულს
II დღე:
11:00 საათზე მოვინახულებთ ჰეშკილის კოშკებს, სადაც გადავიღებთ საოცარ ფოტოებს
13:00 სურვილის შევთხვევაში დელიკებით ავალთ კურორტ თეთნულდზე სასრიალოდ. ეს არის ერთ-ერთი გრძელი ტრასა მთელს ამიერკავკასიაში
19:00 საათზე დაბრუნება მესტიაში და თავისუფალი დრო. (შეგიძლიათ დააგემოვნოთ სვანური კუბდარი, ან სხვა ტრადიციული კერძი)
III დღე:
მიხეილ ხერგიანის სახელობის მუზეუმი
მარგიანების კოშკი
სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი - მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი...)
-ათასი მოწამის სახელობის ეკლესია
- დღის მეორე ნახევრიდან გამომგზავრება თბილისში
შეკრების ადგილი: ქ. თბილისი. რუსთაველის მეტროს მოპიდაპირე მხარეს, ველოსიპედის ძეგლი.
დაგვიანებულებს ველოდებით მხოლოდ 10 წუთი....
ტურის საფასური შეადგენს :
საფასურში შედის 18 ადგილიანი ბიზნეს კლასის სპრინტერი
გამყოლი/გიდი კომპანიიდან
საოჯახო სასტუმროში ღამისთენება
ფოტოგადაღება
კვება (ინდივიდუალურია)
მუზეუმების მოსაკრებელი:
მარგიანეის კოშკი-
ხერგიანების მუზეუმი-5
ჰაწვალის საბაგიროთი გასეირნება -
თეთნულდზე ასვლა დელიკებით ()(საბაგირო )
როდესაც ტურში ჩაეწერებით შემდგომ გადმოგიგზავნით საბანკო რეკვიზიტებს, რაზედაც ჩარიცხავთ თანხას!
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირბები!
ვითვალისწინებთ ტურის ორგანიზატორის მითითებებს
არ ვწუწუნებთ!
არ ვეწევით და ვსვავთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში!
ტურზე უზომოდ ალკოჰოლური სასმელის მიღება დაუშვებელია!
მოგვაქვს მთისთვის და თოვლისთვის საჭირო ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი!
მოგვაქვს პირადი აფთიაქი (სიცის აწევა და მერე ჩვენ დავარეგულირებთ )
წარმატებულ და ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.