იტალიისქალაქი
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- ხელბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
???????? იტალიის 7 ქალაქი ????????
????დაუჯერებელ ფასად????????????
????ტურის ფარგლებში მოინახულებთ:
????♀️რომი ????♀️ ფლორენცია ????♀️მონტეკატინი-ტერმე????♀️ ბოლონია ????♀️ვენეცია ????♀️რიმინი ????♀️სან მარინო????♀️
???????? კვირა ????????
ჩასვლა რომის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. მიმოხილვითი ექსკურსია: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი, კოლიზეუმი, რომაული ფორუმები. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია - „ღამის რომი“, ღამე სასტუმროში.
???????? ორშაბათი ????????
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ნეაპოლი-პომპეის ექსკურსია. თავისუფალი დრო, ღამე სასტუმროში.
???????? სამშაბათი ????????
საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ფლორენციაში. თავისუფალი დრო. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია გალერეა უფიცაში. განთავსება სასტუმროში მონტეკატინი-ტერმეში. ღამისთევა.
???????? ოთხშაბათი ????????
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია სიენა-სან ჯიმილიანოში. დაბრუნება სასტუმროში მონტეკატინი-ტერმეში. ღამისთევა.
???????? ხუთშაბათი ????????
საუზმე სასტუმროში და თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია პიზაში დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში გადასვლა ბოლონიაში. ექსკურსია ქალაქში რუსულ ენოვანი გიდის თანხლებით. თავისუფალი დრო. განთავსება სასტუმროში და ღამისთევა.
???????? პარასკევი ????????
საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი ვენეციაში - “ქალაქი წყალზე ”, ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. გამგზავრება რიმინიში და ღამისთევა სასტუმროში.
???????? შაბათი ????????
საუზმე სასტუმროში და სან-მარინოს მონახულება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.
????????კვირა ????????
საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი რომის აეროპორტში.
????სასტუმროში განთავსება
????საუზმე
????შიდა გადაადგილება
????დაზღვევა
????ტრანსფერები
????რუსულენოვანი გიდის მომსახურება
????ვენეციის ექსკურსია
???? ფლორენციის ექსკურსია
????რომის ექსკურსია
????ბოლონიის ექსკურსია
????სანმარინოს მონახულება
✌️ რეგისტრაცია დაიწყო
✍️დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ პირადში
() ;
()
ვენეცია — რა ტურებს გთავაზობთ
ვენეციის ტურში შედის ფრენა, სასტუმრო, ტრანსფერი და დაზღვევა; ხშირად ერთვის ვერონა ან მილანი. ტურს შევადგენთ იმ დღეებზე, როცა თქვენ შეგიძლიათ წასვლა.
როდის წავიდეთ
აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 17–24°, ხალხი შედარებით ნაკლებია და გასეირნება სასიამოვნოა.
ზაფხულში ცხელა, 28–32°, ცენტრი გადატვირთულია და ფასები უმაღლეს წერტილშია.
ნოემბერ-დეკემბერში მოსალოდნელია acqua alta — ზღვის წყალი სან მარკოს მოედანზე ადის. კარნავალი თებერვალშია, დიდმარხვამდე ორი კვირით ადრე, და სასტუმროები თვეებით ადრე ივსება.
რა ვნახოთ
- სან მარკოს მოედანი და ბაზილიკა — ოქროს მოზაიკები; ბაზილიკაში შესასვლელი რიგი დილით უფრო მოკლეა
- დოჟების სასახლე — ვენეციის რესპუბლიკის ძალაუფლების ცენტრი და ოხვრის ხიდი
- რიალტოს ხიდი და ბაზარი — დიდი არხის ყველაზე ცნობილი ხიდი, დილით თევზის ბაზრით
- დიდი არხი — ვაპორეტოს პირველი ხაზით გაცურეთ მთელ სიგრძეზე, სასახლეების სანახავად
- მურანო და ბურანო — მინის სახელოსნოები და ფერადი სახლებით სავსე თევზაობის კუნძული
- დორსოდურო — აკადემიის გალერეა, პეგი გუგენჰაიმის კოლექცია და ჩუმი სანაპირო ძატერე
როგორ მივიდეთ
ქუთაისიდან ვენეციის მარკო პოლოს აეროპორტში Wizz Air კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს, ფრენა დაახლოებით 4 საათია; თბილისიდან გადაჯდომით მიდიან. აეროპორტიდან პიაცალე რომამდე ავტობუსით დაახლოებით 20–30 წუთია, Alilaguna-ს წყლის ავტობუსით კი პირდაპირ სან მარკოსკენ მიცურავთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: არ სჭირდება — ბიომეტრიული პასპორტით შენგენში 180 დღიდან 90 დღე.
ვალუტა: ევრო.
ენა: იტალიური; ტურისტულ ადგილებში ინგლისურით გაიგებთ.
გადაადგილება: ფეხით და ვაპორეტოთი (წყლის ავტობუსი); რამდენიმე დღით ჩასვლისას ხელსაყრელია მრავალდღიანი ბილეთი. გონდოლა ძვირია, ტრაგეტო — დიდ არხზე გადასასვლელი გონდოლა — იაფი.
დრო: თბილისზე 3 საათით უკან, ზაფხულში — 2 საათით.