იტალია
რომი: ტურები, ფასები და რჩევები
მარადიული ქალაქი: კოლიზეუმი, ვატიკანი, ტრევის შადრევანი და ტრასტევერეს ქუჩები — ქუთაისიდან პირდაპირი რეისით.
- ვიზაარ სჭირდება
- ფრენა3,5 სთ · პირდაპირი
- ვალუტაEUR
- სეზონიაპრ, მაი, ივნ, სექ, ოქტ
- დროის სხვაობა-3 სთ
რომი
მოქმედი შეთავაზებები
7 შეთავაზება · 820 ₾ -დან
რომი
ბოლო შეთავაზებები
ეს ტურები დასრულდა — მსგავსს ახალ თარიღზე მოგიწყობთ.
მიმოხილვა
რომი ღია ცის ქვეშ მუზეუმია: ანტიკური ძეგლები, ბაროკოს მოედნები და ქრისტიანული სალოცავები ერთმანეთთან ახლოსაა და ცენტრის უმეტესი ნაწილი ფეხით დაიარება.
დასაბინავებლად მოსახერხებელია ცენტრი (პანთეონი, ნავონა), მონტი (კოლიზეუმთან), ტრასტევერე (რესტორნები და ატმოსფერო) და პრატი (ვატიკანთან). რომიდან ადვილია ერთდღიანი ექსკურსია ფლორენციაში, ნეაპოლსა და პომპეიში.
როდის წავიდეთ
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი — საუკეთესო; ზაფხულში 35°+ იცის; ზამთარი რბილია (10–15°) და იაფი.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: არ სჭირდება (შენგენი).
ბილეთები: კოლიზეუმსა და ვატიკანის მუზეუმებში — წინასწარ, დროის მითითებით.
ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, ფეხით; აეროპორტიდან — Leonardo Express მატარებელი.
დრო: თბილისზე 2–3 საათით უკან.
ბილეთები: კოლიზეუმსა და ვატიკანის მუზეუმებში — წინასწარ, დროის მითითებით.
ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, ფეხით; აეროპორტიდან — Leonardo Express მატარებელი.
დრო: თბილისზე 2–3 საათით უკან.
როგორ მივიდეთ
ქუთაისიდან პირდაპირი რეისი (დაახლოებით 3,5–4 საათი); თბილისიდან — გადაჯდომით. ფიუმიჩინოს აეროპორტიდან ცენტრამდე 30–40 წუთი.
რა ვნახოთ
- 1კოლიზეუმი, რომის ფორუმი და პალატინი
- 2ვატიკანის მუზეუმები, სიქსტინის კაპელა და წმ. პეტრეს ტაძარი
- 3პანთეონი2000 წლის გუმბათი
- 4ტრევის შადრევანი და ესპანური კიბე
- 5ნავონას მოედანიბაროკოს შადრევნები
- 6ტრასტევერევიწრო ქუჩები და რესტორნები საღამოს
რომი
ხშირი კითხვები
რამდენი დღე სჭირდება რომს?
მინიმუმ 3 დღე: ანტიკური რომი, ვატიკანი და ცენტრის მოედნები.
სად დავბინავდე რომში?
ცენტრი (პანთეონი, ნავონა), მონტი, ტრასტევერე ან პრატი — ყველგან ძეგლები ახლოსაა.
საჭიროა ბილეთის წინასწარ ყიდვა?
კი, კოლიზეუმსა და ვატიკანის მუზეუმებში — წინასწარ, დროის მითითებით, თორემ რიგი საათობით იცის.