ზამთრის ჯუთა იანვარს (კვირა)
ფოტო: Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️ ☃️
❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️ ❄️
????ლაშქრობის ლოკაცია: ხევი-ჯუთა
????ლაშქრობის ხანგრძლივობა: 1 დღე
????ლაშქრობის სირთულე: საშუალო სირთულის
????ფეხით გასავლელი მანძილი :
12 კმ ჯამურად (ფეხით გასავვლელი მანძილი დამოკიდებულია ადგილზე თოვლის საფარის მხრივ რა მდგომარეობა დაგვხვდება).
????მოსანახულებელი ადგილები:
✅გუდაურის მეგობრობის გადმოსახედი
✅სოფელი ჯუთა
✅ზეთა კემპინგი
✅მეხუთე სეზონი
✅ჯუთას ჩანჩქერსა და ტბას ვნახავთ იქიდან გამომდინარე თუ მოგვცემს თოვლის საფარი საშუალებას და მისასვლელი ბილიკი იქნება უსაფრთხო
⏰შეკრების ადგილი-გასვლის დრო:
რუსთავი-
შეკრების ადგილი-შარტავა მადაგონის წინ.
გასვლის დრო-06:00 საათი.
თბილისი
შეკრების ადგილი-საბურთალო,სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან.
გასვლის დრო- 07:00 საათი
⚠️დამგვიანებელთა საყურადღებოდ თუ გაგვაფრთხილებთ რომ გაგვიანდებათ საპატიო მიზეზით შეგვიძლია დაგელოდოთ გასვლის დროიდან მაქსიმუმ 15 წუთი⚠️
✔️ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
✔️პროფესიონალი სამთო საფეხმავლო გიდი
????1 დღის სამყოფი საკვები
უკანა გზაზე თუ იქნება თქვენი მხრიდან სურვილი შევალთ ფასანაურში სახინკლეში ამისათვის ავაგროვებთ თანხას ადგილზე ს ოდენობით.
⚠️ადგილის დასაჯავშნად თანხას ვრიცხავთ წინასწარ საბანკო ანგარიშზე⚠️
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: გიორგი შარიქაძე
⚠️დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ- თქვენი სახელი გვარი ლაშქრობა ჯუთაში.
შეინახეთ დამადასტურებელი დოკუმენტი სანამ არ დაგიდასტურებთ ჩარიცხვას⚠️
⚠️გადახდილი თანხა, ლაშქრობის ჩატარებამდე 5 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება⚠️
????იმისათვის რომ ლაშქრობა იყოს სასიამოვნო ყველანი ვალდებულები ხართ დაემორჩილოთ ირბისის წესებს❗️❗️❗️
✔️ლაშქრობის ორგანიზატორი გახლავთ უზენაესი პირი და ვემორჩილებით მის გადაწყვეტილებებს
✔️ლაშქრობაში დაშვებულია მხოლოდ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი (გადამოწმდება რაოდენობა გასვლამდე)
✔️სასტიკად აკრძალულია მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
✔️არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
✔️ არ ვაბინძურებთ გარემოს ნაგვით
✔️არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
✔️არ ვეწევით ტრანსპორტში
მცხეთა-მთიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მცხეთა-მთიანეთში — მცხეთა და ანანური ნახევარ დღეშიც ჯდება, ყაზბეგი კი ერთდღიანი ან ორდღიანი გასვლაა ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით სტეფანწმინდაში. ზამთარში გთავაზობთ გუდაურის პაკეტებს, ზაფხულში — ხევსურეთის ჯიპ-ტურებს; თარიღებს თქვენ გვეტყვით, დანარჩენს ჩვენ დავგეგმავთ.
როდის წავიდეთ
ყაზბეგისა და ხევსურეთისთვის საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: სტეფანწმინდაში დღისით 18–24°, ბილიკები გერგეტზე, ჯუთაში და თრუსოს ხეობაში ღიაა. შატილის გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრამდეა გახსნილი.
მცხეთა და ანანური მთელი წლის განმავლობაში მისაწვდომია; ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხული და ოქტომბერი, როცა ტყე ყვითლდება.
დეკემბრიდან აპრილამდე გუდაურში სათხილამურო სეზონია. ჯვრის უღელტეხილზე თოვლის ან ზვავის საფრთხის დროს გზას გუდაურსა და კობს შორის დროებით კეტავენ — გასვლამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
რა ვნახოთ
- მცხეთა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს მონასტერი, საქართველოს ძველი დედაქალაქი მტკვრისა და არაგვის შესართავთან
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი მთაზე, საიდანაც მდინარეების შესართავი და მცხეთა მთლიანად ჩანს
- ანანური — XVII საუკუნის ციხე-სიმაგრე ორი ეკლესიით, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე
- გუდაური — საქართველოს უდიდესი სათხილამურო კურორტი 2200 მ-ზე, ზაფხულში პარაპლანით ფრენები; ახლოს რუსეთ-საქართველოს მეგობრობის თაღი
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, მყინვარწვერის ფონზე; ფეხით 1,5–2 საათი ან ჯიპით
- თრუსო, ჯუთა და სნო — ხეობები ყაზბეგის მხარეში: მინერალური წყაროები, მიტოვებული სოფლები და ჭაუხის კლდეები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მცხეთამდე 20 კმ-ია (25–30 წუთი), ანანურამდე — 70 კმ (1 საათზე ცოტა მეტი), გუდაურამდე — 120 კმ (2 საათამდე), სტეფანწმინდამდე — 155 კმ (დაახლოებით 3 საათი). მარშრუტკები მცხეთასა და სტეფანწმინდაში დიდუბის სადგურიდან გადის, შატილში კი მარშრუტკა იშვიათად და მხოლოდ ზაფხულში დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი–მცხეთა–ანანური–გუდაური–სტეფანწმინდა) მოასფალტებულია, მაგრამ ჯვრის უღელტეხილზე დაკლაკნილი და ზამთარში რთულია; ხევსურეთში ბარისახოს შემდეგ გზა გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: მცხეთაში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები, გუდაურში — სათხილამურო სასტუმროები, სტეფანწმინდაში — სასტუმროები მყინვარწვერის ხედით და საოჯახო სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც — ჯვრის უღელტეხილზე (2400 მ) ცივა; სალაშქრო ფეხსაცმელი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: მცხეთაში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ინტერნეტი კარგია, ხევსურეთსა და მთის ხეობებში ხშირად არ არის.