სვანური ახალი წელი
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
საახალწლო ტურზე დარჩენილი გვაქვს მხოლოდ სამი ადგილი...
ძველით ახალი წლის ტურზე კი ადგილების დაჯავშნა უკვე დაწყებულია..ნუ გადადებთ ჯავშანს ბოლო დღისთვის.
ვისაც გიყვართ სიახლეები.გართობა,ბევრი თოვლი ეს ტური თქვენთვისაა.
ერთად შევხდეთ განსხვავებულ გარემოში. ჩვენი სასტუმრო მდებარეობს მესტიის ცენტში. სუფთა, კომფორტული, მოწესრიგებული
პირველი დღე: თბილისი-მესტია.
02:00 გასვლა თბილისიდან მესტიის მიმართულებით
ენგურის კაშხალი
ჰაწვალის საბაგირო.ხერგიანის მუზეუმი.ეთნოგრაფიული მუზეუმი
კონცერტი მესტიაში.მზადება ახალი წლის შესახვედრად
მეორე დღე: მესტია-ჰაწვალი
გასვლა ჰაწვალის მიმართულებით
თავისუფალი დრო სასრიალოდ.. .
საღამოს დაბრუნება სასტუმროში
მესამე დღე:
თავისუფალი დრო სასრიალოდ. ჰაწვალის სათხილამურო ტრასა...
სოფელი ლატალის ეკლესია.
გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
1. ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
2. განთავსება საოჯახო სასტუმროში(2.3 და 4 ადგილიან ნომრებში)
3. მეგზური
4.ფოტო გადაღება.
5. ტკბილეული. ყავა. ჩაი.
6.სურპრიზი ჩვენი კლუბისგან.
ადგილები იჯავშნება წინასწარ.სრული თანხა უნდა ჩაირიცხოს ტურის გამართვამდე 10 დღით ადრე. წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი..გამოსაცვლელი ფეხსაცმელები..შეიმოსეთ ზამთრის შესაბამისად.
ტურზე არ მიიღება წუწუნა და პრეტენზიული ხალხის პრეტენზიები..
არ განვიხილავთ შემდეგ პრეტენზიებს. "რატომ ცივა ასე ძალიან" .. "რატომ თოვს" .. "რატომ დავსველდით" ..
არ ვსვავთ კითხვას "მალე ჩავალთ" ?
მივდივართ რათა ახალ წელს შევხდეთ ხალისიან და თოვლიან გარემოში. ბევრი გავერთოთ და ვიმხიარულოთ. უჟმური განწყობა დავტოვოთ თბილისში
ტურზე გათამაშდება სამი უფასო ერთ დღიანი ტური.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.